“ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ
პარტია ლელო 3 ივლისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი ორგანიზებით საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძვრება ავტობუსები. “3 ივლისს 20:00 სთ-ზე რუსთაველზე ვიკრიბებით ევროპული მომავლის დასაცავად” – ვკითხულობთ განცხადებაში.
“სპეციალურად რეგიონებისთვის. ლელოს ორგანიზებით საქართველოს 20 ზე მეტი ქალაქიდან დაიძვრება ავტობუსები, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, დაესწროს თბილისში, რუსთაველზე აქციას.
ავტობუსების განრიგი:
- წალენჯიხა 9:30 | მერიის მიმდებარე ტერიტორია
- ბათუმი 10:00 | “ლელოს” ოფისი. ფარნავაზ მეფის #46.
- ზუგდიდი 11:30 | გუბერნიის წინ მოედანი
- ჩხოროწყუ 12:00 | ცენტრალური მოედანი
- ხარაგაული 14:30 | კინოთეატრი
- ჭიათურა 14:30 | ნინოშვილის ქუჩა
- სამტრედია 14:30 | ჭავჭავაძის ქუჩა
- ზესტაფონი 15:30 | ცენტრალური მოედანი
- ტყიბული 14:30 | კარლო ლომიძის მოედანი
ინფორმაცია საათობრივად განახლდება, დაემატება სხვადასხვა ქალაქები და რაიონული ცენტრები, საიდანაც შეგიძლიათ გამოჰყვეთ ლელოს ავტობუსებს აქციაზე დასასწრებად”. – ვკითხულობთ განცხადებაში.