საფრანგეთის პარლამენტი მაკრონის მთავრობის მიმართ უნდობლობის ორ ვოტუმს უყრის კენჭს
20 მარტს საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის ორ ვოტუმს უყრიან კენჭს პარლამენტის წევრები.
უნდობლობის გამოცხადების მცდელობის მიზეზი სადავო საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე გატანა გახდა. პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა გამოიყენა საკონსტიტუციო მუხლი, რომელიც იძლევა კანონპროექტის გატანის შესაძლებლობას კენჭისყრის გარეშე.
მას მერე, საფრანგეთის ქუჩებში ათეულ ათასობით ადამიანი აგრძელებს პროტესტს და პარალელურად იმართება გაფიცვები საპენსიო კანონის შეცვლის გამო.
თუ უნდობლობის ვოტუმები ჩაიშალა, კანონი ძალაში შევა, რაც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს.
უნდობლობის ვოტუმის განცხადება პარლამენტში შეიტანეს ცენტრისტმა დეპუტატებმა და ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა მოძრაობამ. თუ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანამდებობას არაფერი ემუქრება, მაგრამ პრემიერის და მთავრობის პოზიციას საფრთხე შეექმნება.
მაკრონმა ან ახალი მთავრობა უნდა დანიშნოს, ან დაშალოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები. ემანუელ მაკრონი თვლის, რომ საფრანგეთის მოსახლეობის დაბერება ახლა მოქმედ საპენსიო სისტემას მიუწვდომელს ხდის. ამ მოაზრებას არ იზიარებს დეპუტატების ნაწილი.
მაკრონის მომხრეები უმცირესობაში არიან ეროვნული კრების ქვედა პალატაში, მაგრამ უნდობლობის ვოტუმის მისაღწევად აუცილებელია, რომ გაერთიანდეს მთელი ოპოზიცია.