თბილისური კულტურის არქეტიპი
სწორედ ხოხბის ამბავი გახდა ცენტრალური თბილისურ წარმოსახვაში. ალტერნატიული ლეგენდაც არსებობდა, დაჭრილი ირმის შესახებ, რომელიც ცხელ წყაროებში განიბანა და გამოჯანმრთელდა, მაგრამ ამ გადმოცემამ ფეხი ვერ მოიკიდა. რატომ? იმიტომ, რომ ამ უკანასკნელში არაა თანამედროვე ქართული კულტურის ცენტრალური ელემენტი - გასტრონომია.