20 მარტს საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის ორ ვოტუმს უყრიან კენჭს პარლამენტის წევრები. უნდობლობის გამოცხადების მცდელობის მიზეზი სადავო საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე გატანა გახდა. პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა გამოიყენა საკონსტიტუციო მუხლი, რომელიც იძლევა კანონპროექტის გატანის შესაძლებლობას კენჭისყრის გარეშე. მას მერე, საფრანგეთის ქუჩებში ათეულ ათასობით ადამიანი აგრძელებს პროტესტს და პარალელურად იმართება გაფიცვები საპენსიო კანონის შეცვლის გამო. თუ უნდობლობის ვოტუმები ჩაიშალა... Читать дальше...
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის კარიმ ახმად ხანის, ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ. მათ მანამდე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პიტინისა და რწმუნებულის ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცეს. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად პუტინისა და ბელოვას სისხლის სამართლებრივი დევნა „უკანონო ხასიათს ატარებს, ვინაიდან არ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი“. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესრელიზის მიხედვით კარიმ ახმად ხანმა... Читать дальше...
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია“ ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა. ოკუპირებული რესპუბიკის დე ფაქტო უწყების ცნობით „ვიზიტის“ მიზანია შესაბამის სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პირობების შექმნა, სავაჭრო სახლების დაარსება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული კავშირების გამყარება. ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას“. მანამდე დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა... Читать дальше...
მარტის აქციების მთავარ სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა, რომელსაც ნანა მალაშხია წყლის ჭავლის წინ აფრიალებს და რომელიც მან წყლის ჭავლთან ბრძოლისას დაკარგა, გამოჩნდა. დროშა, რომელიც ნანას მას შემდეგ გაუვარდა ხელიდან, რაც ჭავლმა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად წააქცია, 28 წლის შოთა კასრაძემ იპოვა.
მწერალი დავით ტურაშვილი, რომელიც გუშინ, 19 მარტს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გახდა ცუდად, კლინიკიდან გაწერეს. როგორც მისმა შვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი მდგომარეობა ახლა ნორმალურია. "ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - გვითხრა ანაკო ტურაშვილმა. 19 მარტს გადაცემა "მე-17 სართულში" დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ასე გამოეხმაურა: "3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. Читать дальше...
"საერთაშორისო მართლმსაჯულების" (Justice International) აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას გარდა რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებზეც იყოს უკვე გაცემული დაკავების ორდერები, ვინაიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იყენებს ფარულ ორდერებსაც, როცა თვლის, რომ ესა თუ ის პირი ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობას აპირებს და კონკრეტული ქვეყნის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობით ხედავს ეჭვმიტანილი პირის დაკავების რეალურ შესაძლებლობას. ღია ორდერების და ამ შემთხვევაში... Читать дальше...
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტის გასამართლების მცდელობას „საშინელი შედეგები“ ექნება საერთაშორისო სამართლისთვის. ასე გამოეხმაურა მედვედევი თავის ტელეგრამის არხზე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დასაკავებლად ორდერის გაცემას. მედვედევი წერს, რომ რუსეთს საპასუხოდ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის... Читать дальше...
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“ იტყობინება, რომ, მისი წყაროების თანახმად, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იჰარ ლოსიკი ციხის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მას აღმოაჩნდა „ჭრილობები ხელებსა და კისერზე“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ლოსიკი სამედიცინო განყოფილებაში მოათავსეს მას შემდეგ, რაც მან „თვითმკვლელობა სცადა“. თუმცა არ არის ცხადი, რა მოხდა და რამდენად მძიმეა ჟურნალისტის ჭრილობები. ლოსიკს 2021 წლის დეკემბერში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალდებებით, რომლებიც კვლავაც ბუნდოვანი რჩება. Читать дальше...
„წარმატებული ადამიანი ღირსეული განათლებით“ - ასე წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელმაც ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. ამილახვარი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული დეპუტატია.
უკანასკნელ ხანებში აღმოსავლეთ უკრაინაში შემტევი ოპერაციების ტემპი შენელდა, რაც შესაძლოა იმას ადასტურებდეს, რომ რუსეთის საგაზაფხულო იერიში დასასრულს უახლოვდება, წერს მორიგ ანგარიშში ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW). უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა საკმარისი რაოდენობის ძალების თავმოყრა დონბასში მოსალოდნელი დიდი იერიშისთვის. მისი თქმით, რუსეთის ამჟამინდელ საიერიშო მოქმედებებს არ შეიძლება ეწოდოს მსხვილი სტრატეგიული ოპერაცია. Читать дальше...
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ ჩინეთის „სამშვიდობო გეგმის“ რეალიზაციისთვის საჭიროა რუსეთმა უკრაინის ომში კაპიტულაცია გამოაცხადოს ან თავისი ჯარი გაიყვანოს ქვეყნის ტერიტორიიდან. ამის შესახებ დანილოვი ტვიტერზე წერს. „სამშვიდობო გეგმის“ წარმატებული რეალიზაციის ფორმულა. პირველი და მთავარი პუნქტი - კაპიტულაცია ან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა გაეროს დადგენილებით საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით“... Читать дальше...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწერალ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ამბობს, რომ ეს არის "ზიზღის კამპანიის" შედეგი. პარლამენტის თავმჯდომარემ დათო ტურაშვილის მდგომარეობის დამძიმებაზე პარლამენტში ისაუბრა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით მწერლის წინააღმდეგ დაიწყო კამპანია. "ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს. ამავე დროს რთულია არ დაინახო ის ფარისევლობა... Читать дальше...
განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მიხეილ ჩხენკელმა დღეს, 20 მარტს, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ირაკლი ღარიბაშვილთან. პრემიერ-მინისტრმა მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელი ორჯერ იყო განათლების მინისტრი - 2017-2018 და 2019-2023 წლებში. მინისტრობიდან მინისტრობამდე ის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრად წარადგინა თანაგუნდელი პარლამენტიდან, გიორგი ამილახვარი. ამილახვარი საქართველოს პარლამენტის წევრი 2020 წლის არჩევნებზე გახდა, ის პარტიული სიის მე-12 ნომერი იყო. ის მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ. გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ცვლის მიხეილ ჩხენკელს, რომელიც ამ პოსტზე მმართველმა პარტიამ 2019 წელს დააბრუნა. მინისტრობიდან მინისტრობამდე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. Читать дальше...
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, ლიკვიდირებულ იქნეს ცენტრი „სოვა“ - ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, რომელიც მონიტორინგს უწევს რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ცნობებს, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკასა და ქსენოფობიის გამოვლინებებს. სამინისტროს მიმართვა ემყარება რიგგარეშე შემოწმებას, რომელიც უწყებამ მიმდინარე წლის იანვარში ჩაატარა, - ნათქვამია „სოვის“ განცხადებაში. ძირითად დარღვევად... Читать дальше...
რუსეთის მედიასაშუალებები Flightradar-ის სერვერის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი, რომელშიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი უნდა იმყოფებოდეს, სავარაუდოდ, უკვე ჩაფრინდა მოსკოვში. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით კი, ორი ქვეყნის ლიდერს შორის პირისპირ შეხვედრა არაოფიციალური სადილის ფორმატში დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. „საორიენტაციოდ 16:30 საათზე (მოსკოვის დროით) გაგრძელდება პრეზიდენტ პუტინის დღევანდელი... Читать дальше...
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტის ნახევარზე მეტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) მიდის. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მთლიანი ექსპორტის 58%, ანუ 532 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა დსთ-ს ბაზარზე. წინა წელთან შედარებით, დსთ-ში ექსპორტი 202 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის 43,4% გავიდა დსთ-ში. დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის... Читать дальше...
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. მაკა კილაბერია, რომელიც ბანკში 2015 წლიდან მუშაობდა, ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თავდამსხმელის შეჭრის დროს შენობაში იყვნენ. ის სასამართლომ დღეს, 20 მარტს, დაკითხა. "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალს სამი სართული აქვს, კილაბერია ამ შენობის მეორე სართულზე მუშაობდა. მან სასამართლოს უთხრა, რომ თავდამსხმელი იმ დროს შევიდა შენობაში, როცა ის შესვენებაზე გასვლას აპირებდა. "დღის მეორე ნახევარი იყო, შესვენებაზე გავდიოდი. Читать дальше...
შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, USB-მა, გაკოტრების პირას მყოფი ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse იყიდა. ბანკის გაკოტრებას მსოფლიო ეკონომიკური სისტემის მდგრადობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. გარიგების შესახებ კვირას გამოცხადდა შვეიცარიის ცენტრალური ბანკისა და შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ. ხელისუფლება UBS-ს მხარდაჭერას აღმოუჩენს. Reuters-ის ცნობით, ცენტრალური ბანკი UBS-ს დაახლოებით 100 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (დაახლოებით 108 მილიარდი დოლარი) გამოუყოფს. Читать дальше...
დღეს, 20 მარტს, მოსკოვში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურს, მმართველი "კომუნისტური პარტიის" ლიდერს, სი ძინპინს ელოდებიან. ეს მისი პირველი ვიზიტია მოსკოვში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ვიზიტის წინა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის უდიდეს გაზეთში, „ჟენმინ ჟიბაოში“, სტატია გამოაქვეყნა, რომლის რუსულენოვანი თარგმანი კრემლის საიტზეც გამოქვეყნდა. სტატიაში პუტინი წერს, რომ მოსალოდნელ მოლაპარაკებებზე „დიდ მოლოდინს“ ამყარებს და რომ ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, „ძველ, კეთილ მეგობარს შეხვდეს“. Читать дальше...
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი წევრის კუთვნილ ტელეკომპანიას, POS TV-ს მედიის როლს შეახსენებს. ქარტიის განცხადებაში წერია, რომ მედიის როლი არ არის კონკრეტული პირების მიმართ მადისკრედიტებელი კამპანიის წარმოება; მედია ხელს არ უნდა უწყობდეს სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებას. "პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. Читать дальше...
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილ STEM-ის ონლაინ სკოლაში სწავლის მსურველი 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა. ახალგაზრდებში მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღრმავებისთვის, STEM განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისთვის შექმნილი STEM სკოლა თავდაპირველად 150 მოსწავლის მიღებას გეგმავდა. პროექტის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესისა და შესარჩევ ეტაპზე მაღალი ქულების მქონე მოსწავლეების დიდი რაოდენობის გამო... Читать дальше...
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კოვზანაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს განსახილველად გადაეცა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, პარლამენტის წასვლას აპირებენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები – დავით სერგეენკო და ვლადიმერ ჩაჩიბაია.
თებერვალში, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების წმინდა შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა და როგორც აბსოლუტურ მოცულობაში, ისე მშპ-სთან მიმართებით, ამ მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ტურიზმისა და გზავნილების დინამიკა მოლოდინების შესაბამისი იყო, თუმცა ექსპორტი და განსაკუთრებით იმპორტი უფრო ზომიერ დინამიკას აჩვენებდა. ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს თიბისი კაპიტალის 6.4%-იან ზრდის სცენართან დაკავშირებით, თუმცა გასათვალისწინებელია მაღალი საბაზო ეფექტი და სავარაუდოდ, ერთჯერადი ფაქტორებიც. Читать дальше...
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინამ მიმდინარე წელს კონტრშეტევის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რადგან მოკავშირეებისგან დახმარების მიღება მომავალში ახალი მცდელობისთვის უკიდურესად რთული იქნება. „ბევრი ქვეყანა, ბევრი პოლიტიკოსი ელოდება გარკვეულ პროგრესს წელს. მე ვფიქრობ, რომ უკრაინას დიდი კონტრშეტევის განხორციელების მხოლოდ ერთი მცდელობის საშუალება ექნება. ასე რომ, თუ ის გადაწყვეტს დიდი კონტრშეტევის წამოწყებას და მარცხს განიცდის, უკიდურესად რთული ...
103news.com — информационный сайт, транслирующий новости города Вашего города онлайн. Всё, что происходило и происходит в городе — в оперативной ленте ежедневных новостей в интерактивном режиме на сайте 103news.com.
Самые свежие новости Вашего города, а также полный архив ежедневных событий города с аналитикой, комментариями и прямыми ссылками на источники информации. Местные городские, авторитетные региональные и популярные федеральные новостные агентства и телеканалы — в одной ленте новостей, упорядоченные по времени публикации и с обязательным указанием первоисточника информации. Ничего лишнего. Всё о чём говорят, пишут в газетах и блогах, показывают по телевизору и транслируют в интернете — из первых рук.
103news.com — самый полный календарь значимых и не очень событий Вашего города, в Вашем городе и о Вашем городе вчера, сегодня и прямо сейчас — от пользователей нашего сайта в режиме онлайн. А также — актуальные статьи и мировые новости.
Если же Вы проживаете в городе Вашем городе или у Вас есть просто интересная информация о городе и горожанах мы всегда рады разместить её на нашем портале с указанием в публикации Вашего авторства. Пишите нам на электронный адрес: mail@29ru.net. Создайте свой блог и, если он будет интересен, то Вы получите совершенно бесплатно баннер и прямую ссылку на него, размещённую на всех страницах региональных интернет-ресурсов нашей веб-группы, а это — более 1 000 000 просмотров в месяц.
103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.
Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
103news.com — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.
Музыкальные новости