NDI: ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ყველაზე მაღალია
ბიძინა ივანიშვილის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს გამოკითხულთა 21%, ხოლო უარყოფითს - 39%. მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულების მაჩვენებელი 31%-ს, ხოლო უარყოფითი დამოკიდებულების - 32%-ს შეადგენს.
შეკითხვაზე „დადებითი დამოკიდებულება გაქვთ თუ უარყოფითი შემდეგი ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურების მიმართ?“ რესპონდენტთა დადებითი პასუხების მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
40% - დავით სერგეენკო, კახა კალაძე; 31% - მიხეილ სააკაშვილი; 28% - შალვა ნათელაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე; 27% - გიორგი გახარია, ზაალ უდუმაშვილი; 26% - ალეკო ელისაშვილი, მამუკა ბახტაძე, თეა წულუკიანი; 22% - გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია; 21% - ირმა ინაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი; 20% - ირაკლი კობახიძე; 19% - ნინო ბურჯანაძე, ელენე ხოშტარია; 17% - რომან გოცირიძე, ლევან იზორია.
უარყოფითი დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით პირველი ხუთი ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა:
39% - ბიძინა ივანიშვილი; 35% - ზურაბ ჯაფარიძე; 33% - ნიკა მელია, ეკა ბესელია; 32% - მიხეილ სააკაშვილი; 30% - ნინო ბურჯანაძე.
კვლევა ჩატარდა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2,927 პირი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ს შეადგენს.