NDI: უმაღლეს პირთა საქმიანობას უარყოფითად მეტი აფასებს, ვიდრე - დადებითად
რესპონდენტთა პასუხების მიხედვით, საქმიანობის „ძალიან კარგად“ და „კარგად“ შეფასების მაჩვენებლების ჯამი ასეთია:
43% - კახა კალაძე, თბილისის მერი (მხოლოდ თბილისში); 20% - სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი; 20% - მამუკა ბახტაძე, პრემიერი; 16% - ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე.
იმავე ლიდერების საქმიანობა „ცუდად“ და „ძალიან ცუდად“ შეაფასა რესპონდენტების გარკვეულმა ნაწილმა. შედეგები ასე გადანაწილდა:
23% - კახა კალაძე, თბილისის მერი (მხოლოდ თბილისში); 30% - სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი; 22% - მამუკა ბახტაძე, პრემიერი; 23% - ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე.
კვლევა ჩატარდა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2,927 პირი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ს შეადგენს.