NDI: დაბალია პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა
გამოკითხულთა 37% ვერ ასახელებს, თუ რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან. მხარდაჭერის მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
“ქართულ ოცნება” – 21%; “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა” – 15%; “ევროპული საქართველო” – 4%; “პატრიოტთა ალიანსი” - 3%.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 60%-ს არა აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას. დანარჩენების ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
“ქართულ ოცნებას” – 17%; “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“ – 14%; “ევროპული საქართველო” – 3%; “პატრიოტთა ალიანსი” – 3%.
კვლევა ჩატარდა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2,927 პირი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ს შეადგენს.