NDI: ანაკლიის პროექტი და TBC ბანკის საქმე უმრავლესობას სმენია
მათ, ვისაც ანაკლიის პორტის შესახებ სმენია, დაუსვეს კიდევ ერთი შეკითხვა - „თქვენი აზრით ეს პროექტი საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება?“. ამ შეკითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
85% - იქნება სარგებლის მომტანი; 4% - არ იქნება სარგებლის მომტანი; 11% - არ ვიცი.
იმის შესახებ, რომ TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ეროვნულმა ბანკმა გადადგომისკენ მოუწოდა ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით, სმენია რესპონდენტების 68%-ს, ხოლო 27%-ს - არ სმენია.
მათ, ვისაც ამ ფაქტის შესახებ სმენია (68%), ფიქრობს, რომ იყო:
62% - უმეტესად პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული; 16% - უმეტესად დამოუკიდებელი გამოძიებით განპირობებული; 22% - არ ვიცი.
კვლევა ჩატარდა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2,927 პირი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ს შეადგენს.