ლადო კახაძე მთაწმინდელებს: მადლობა მხარდაჭერის და შეწუხებისთვის
„ჩემო ძვირფასო მთაწმინდელებო, მინდა მადლობის მერე, კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ბრძოლის ველზე გამოსვლა, ბრძოლისა, რომელიც წასაგებად არ არის, მოსაგებადაა და ეს მოგება სრულიად საქართველოს მკვიდრთ და მათი ღირსეული დედაქალაქის და დედაქალაქში გამორჩეული მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საამაყოდ გექნებათ“.
კახაძის განცხადებით, უცვლელია მთაწმინდასთან დაკავშირებული მისი მისი გეგმები და დაპირებები:
„ ეს არის ძველი ავარიული სახლების გამაგრება, რეაბილიტაცია, ეს არის ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება, უსაფრთხოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე მისი რეალიზაცია, სწორი ორიენტაცია და ამ კუთხით მისი, როგორც საკუთრების გაზრდა თითოეული მოსახლისათვის, ტურისტულ პოტენციალში სწორად მოაზრება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა“, - აცხადებს ლადო კახაძე.
ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, მთაწმინდის 31-ივე უბნის მონაცემების თანახმად, 19 მაისის არჩევნებში კახაძემ მიიღო ხმების 41%, ხოლო შავგულიძემ 36,83%.