სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მთავრობამ პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შინაგან საქმეთა მინისტრად სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტის დაკავებამდე ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. პარლამენტში დეპუტატად არჩევამდე იყო თბილისის მერის მოადგილე. მანამდე გრიგოლ ლილუაშვილი „ქართუ ბანკსა“ და „ქართუ ჯგუფში“ ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა.