თბილისში ავტომობილი მოიპარეს
უწყების ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 117-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მანქანის ქურდობაში მონაწილე პირის გამოსავლენად.
შემთხვევა დილის საათებში მოხდა, ავტომობილის მფლობელი აფთიაქში შევიდა, გამოსულს კი კუთვნილი ავტომობილი ადგილზე არ დახვდა.