კოსოვომ სერბეთს სავაჭრო ბარიერები მოუხსნა
სავაჭრო სანქციები სხვადასხვა ფორმით მოქმედებს 2018 წლის ნოემბრიდან, როცა ისინი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, რამუშ ჰარადინაიმ შემოიღო, როგორც პასუხი კოსოვოს აღიარების უკან წაღებისთვის სერბეთის მიერ წარმოებულ კამპანიაზე.
პრიშტინაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ავდულა ჰოტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დროებითია და შეიძლება კვლავ შეიცვალოს, თუკი სერბეთი არ შეწყვეტს კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მაღიარებელი ქვეყნების რაოდენობის შემცირებას.
"ველით, რომ კოსოვო შეწყვეტს აღიარების უკან წაღების კამპანიას კოსოვოს წინააღმდეგ", - თქვა მან და დასძინა, კოსოვო ასევე მოელის, რომ მისი პარტნიორები, ევროკავშირი და აშშ, ბელგრადზე ზეწოლას განახორციელებენო.
სერბეთი დიდი ხანია აცხადებს, რომ სანქციების მოქმედების პირობებში არ გამართავს მოლაპარაკებას კოსოვოსთან, რომელსაც ის კვლავაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.