საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება
30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალი გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. უწყების მტკიცებით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.
ამ საქმესთან დაკავშირებით სუს-ში 3 ივნისს გამოკითხეს „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა. გამოკითხვის დეტალებზე მას არ ულაპარაკია, რადგან, მისი თქმით, გაუთქმელობის ხელწერილი დადო.