გარდაიცვალა გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი
თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგური 1 ივნისს ღამით, დაახლოებით 22 საათზე აფეთქდა, დაშავდა ერთი ადამიანი. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.
39 წლის ექსპერტ-კრიმინალისტი რამდენიმე დღე საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.