რუსთავში 23 წლის კაცს შენობის დემონტაჟისას ბეტონის ფილა დაეცა, ის გარდაიცვალა
"ახალგაზრდა ნათესავთან ერთად მუშაობდა, ამ დროს ბეტონის ფილა გადაიქცა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა", - უთხრა რადიო თავისუფლებას, ოსტროვსკის ქუჩის მცხოვრებმა. ამავე წყაროს ცნობით, დაღუპულის ნათესავი, რომლის სახლზე მიშენებასაც გარდაცვლილი ანგრევდა, არ დაშავებულა.
შს საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.