ტარიელ ხარხელაური: ჩემთვის ეს მიუღებელია, ყველას რომ მიდგა და გაათავისუფლა…
,,ეს არ მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც უნდა ემსახურებოდეს კულტურა“ – ასე ეხმაურება პოეტი ტარიელ ხარხელაური CNews-თან საუბრისას კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ კულტურის სფეროს წარმადგენლების პოლიტიკურ წმენდას.
ხარხელაურის შეფასებით, წარმოუდგენელია ადამიანს ყოველგვარი მიზეზის და ახსნა-განმარტების გარეშე ატოვებინებდე სამსახურს.
,,ჩემთვის ეს მიუღებელია, ყველას რომ მიდგა და გაათავისუფლა, ეს არ მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც უნდა ემსახურებოდეს კულტურა, ჩვენ უნდა გავიგოთ რისთვის აკეთებს ამას. დაბნეული ვარ, ვეღარ ვიგებ სად ვცხოვრობთ, რა დროში ვცხოვრობთ და რისთვის ვცხოვრობთ“, – განაცხადა CNews- თან საუბარში ხარხელაურმა.
ცნობისთვის, თეა წულუკიანმა ბოლო დღეების განმავლობაში ხელოვნების მუზეუმიდან სამი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამი და მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე, სამსახურიდან გათავისუფლა. კულტურის სფეროში მიმდინარე პოლიტიკური წმენდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელისმოწერას და ზოგადად მმართველი პარტიისთვის მიუღებელ, მათ საზოგადოებრივ აქტიურობას უკავშირდება.