ლუჰანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერმა 55 წელზე უფროსი ასაკი მამაკაცების მობილიზება გამოაცხადა
19 თებერვალს, უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების კიდევ ერთი გამწვავების ფონზე, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებმა თავიანთი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ზოგადი მობილიზაცია გამოაცხადეს.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა, დენის პუშილინმა, მოუწოდა ყველა მამაკაცს, ვისაც „იარაღის ხელში აღება შეუძლია“, რომ დაიცვან „საკუთარი ოჯახები, დონბასი და ყველა რუსი ადამიანი.“
18 თებერვალს სეპარატისტული ლუჰანსკის და დონეცკის რესპუბლიკების ლიდერებმა მათ კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს, რაც მათ ახსნეს კიევის დონბასზე შეტევის გეგმით.
უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ასეთ იერიშებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 თებერვალს საღამოს ტვიტერზე დაწერა, რომ ის სასწრაფო სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოითხოვს კრიზისის განსამუხტად. ამ ტვიტში საუბარია სამმხრივ ფორმატზე, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს შეიქმნა და მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინას, რუსეთსა და ეუთოს მოიაზრებს.