Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ჩხუბი მორჩილებს შორის - მიზანმიმართული დასჯა საჯაროდ?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების მუხლებით გამოძიება დაიწყო. მიზეზი 21 თებერვალს გავრცელებული ვიდეოჩანაწერი გახდა, რომელშიც ერთი სასულიერო პირი მეორეს სცემს.


თითქმის ხუთწუთიან ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა, ჩანს, როგორ გამეტებით ურტყამს ერთი ანაფორიანი ადამიანი მეორეს და მას ბრალს სდებს პედოფილიასა და განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაში. იქ მყოფი მესამე ადამიანი კი ამ სცენას ტელეფონით იღებს. თავდაპირველად კადრები დაუფარავად გავრცელდა და მასში მონაწილე სასულიერო პირების სახეებიც კარგად გამოჩნდა. ვიდეო სახეების დაფარვის გარეშე ახლაც იძებნება ინტერნეტში.


ანაფორიანი კაცი, რომელიც მეორეზე ძალადობს, მას დაჟინებით ეკითხება, რატომ ჩაიცვა ხელახლა კაბა (ანაფორა) მას შემდეგ, რაც ის მას ძალით გახადეს. შემდეგ მას აიძულებს აღიაროს, რომ ის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისაა.


„ვაღიარებ, კი, შემეშვი, გავიხდი, საბოლოოდ გავიხდი“, - პასუხობს ის, ვისაც სცემენ, თავის დაცვას ცდილობს და იქ მყოფ მესამე ადამიანს დახმარებას სთხოვს: „გაგვაშველე“.


მასზე მოძალადე სასულიერო პირი კი იქვე ახლოს მყოფ მესამე ადამიანს მიმართავს და აფრთხილებს, არ მიუახლოვდეს, არც გადაღება შეწყვიტოს და თან ცემას და გინებას აგრძელებს: „შე ბავშვების გამრყვნელო“, - ეუბნება ის სასულიერო პირს, რომელიც როგორც მოგვიანებით საპატრიარქომ განმარტა, მორჩილი აღმოჩნდა.


შემდეგ კი თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, შალვა კეკელიას სახელს უხსენებს: „პოლიციაში უჩივლე მამა კეკელიას? რატო მოგივარდა მამა შალვა?“ - ისმის გავრცელებულ ვიდეოში.


„მოგონილია“, - თავის დაცვას ცდილობს სასულიერო პირი, რომელზეც ძალადობენ. მუქარა კი გრძელდება: „დედა ეკლესიას როგორ არცხვენთ“.


შალვა კეკელია დღეს ჟურნალისტბს ვრცლად ესაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს ვიდეო მის წინააღმდეგ მიმართული დადგმული სცენაც კი იყო: „რა შუაშია ჩემი სახელი?!“ - ამბობს ის.


თუმცა მოგვიანებით, მან თქვა, რომ კაცს, რომელსაც ამ ვიდეოში სცემენ, რომელიც, მისი სიტყვებით, ყოფილი ბერია და მსახურება დღეს აკრძალული აქვს, კარგად იცნობს.


მისი მონათხრობის თანახმად, რამდენიმე წლის წინ, ის მასთან სასულიერო აკადემიაში მივიდა და თავისუფალ მსმენელად ლექციებზე დასწრება სთხოვა. თან მეუფის რეკომენდაციაც მიიტანა. ლექციებზე დასწრების ნება დართეს, თუმცა, როგორც შალვა კეკელია იხსენებს, ერთ კვირაში მას თავისმა სტუდენტმა აჩვენა ვიდეო, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ამ ბერის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის შესახებ.




კეკელიამ ის დაიბარა და ლექციებზე დასწრება აუკრძალა.


„მაინც სულ დადიოდა ხან სიონში, ხან ჩემს ტაძარში... ერთხელაც ჩემი ერთი სულიერი შვილი მოვიდა და მითხრა, ამ ბერმა კაფეში დამპატიჟა, დალია, შემდეგ თავისი ორიენტაციის შესახებ გამიმხილა და ურთიერთობაც შემომთავაზაო“.


შალვა კეკელიას სიტყვებით, მან ბერი ამ ამბიდან მეორე დღესაც ნახა სიონის ეზოში, ის სტუდენტ ბიჭს დააპირისპირა და მოსთხოვა, რომ იმ ტერიტორიაზე ფეხი აღარ დაედგა. პასუხად მიიღო, რომ ის ჰომოსექსუალი იყო და ვერ შეიცვლებოდა.


„მე ვუთხარი, რომ მაშინ კაბა უნდა გაეხადა, წვერი გაეპარსა და რაც უნდა, ის ეკეთებინა. გადავიყვანე საპატრიარქოში, შევახვედრე მეუფეებს და მათაც უთხრეს, რომ თუ ის შესამოსელში იქნებოდა, მას ქალაქში გასვლა აეკრძალებოდა. მონასტერში უნდა დარჩენილიყო და ის ტერიტორია არ დაეტოვებინა. მაგრამ ამ ამბიდან ერთ თვეში ისევ ვნახე ერთ-ერთ ტაძარში, ვიღაც ბიჭთან ერთად. მივედი და ვუთხარი, რომ ასე მოქცევის უფლებას არ მივცემდი. და მაშინ დავემუქრე, ამას არ გაპატიებ-მეთქი. ეს იყო 2019 წელი. მან მიჩივლა პოლიციაში. დამიბარეს. იქაც იგივე ვთქვი, გაიგეს და ამით დასრულდა ყველაფერი“, - ამბობს შალვა კეკელია.


მაგრამ, როგორც ირკვევა, ამბავი ამით არ დასრულებულა. შალვა კეკელია ჰყვება, რომ მსგავსი რამ ოთხიოდე თვის წინაც მოხდა - მას აცნობეს, როგორ დაიმგზავრა გზაში იგივე სასულიერო პირი ერთმა მორაგბემ, ხოლო მან, მადლობის გადახდის მიზნით, ამ უცნობსაც შესთავაზა სექსუალური ურთიერთობა.


ამ ამბის მერე შალვა კეკელიას დაუკავშირდა სწორედ ის სასულიერო პირი, რომელიც ვიდეოში ყოფილ ბერს სცემს და უთხრა, რომ ამ მორაგბის მეგობარი იყო. მოუთხრო, როგორ წაიყვანა ეს ადამიანი თავისთან მონასტერში, გაპარსა, გახადა ანაფორა, გადაუღო აღიარებითი ვიდეო და ეპისკოპოსებს გაუგზავნა.


შალვა კეკელია აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, დღეს ამ ორი ადამიანიდან არც ერთი აღარ არის ბერი.




მომხდარი საქართველოს საპატრიარქომ შეაფასა როგორც „ყოველგვარი ზნეობრივი თუ ეთიკური საზღვრების გადაცილება“.


განცხადებაში წერია, რომ ეს ფაქტი მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით:


„მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი“.


საპატრიარქოს ცნობით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი. ისინი მორჩილები არიან:


„კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს“, - წერს საპატრიარქო და დამატებით საქმის დეტალების შესწავლის პირობას დებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ 21 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება).


ჯერ უცნობია, დააკავეს თუ არა დამნაშავე.




თეოლოგი ბექა მინდიაშვილი გავრცელებულ ჩანაწერს „საგანგაშოს“ უწოდებს რამდენიმე მიზეზის გამო:



მასში ასახულია ძალადობის ფაქტი,
ამ ძალადობას კიდევ უფრო ამძაფრებს მონაწილეების სტატუსი - ისინი სასულიერო პირები არიან,
ვისაც თავს ესხმიან, ის თავად ამბობს, რომ განსხვავებული ორიენტაციისაა.


არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა ძალადობის ეს ფაქტი მომხდარია ე.წ. სუს-ის ფაილების შინაარსის გავრცელების შედეგად.


„ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რა დააშავა ამ ადამიანმა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთი საჯარო დასჯის ფორმის ძალადობა, რომელიც ჩაწერილია და მიზანმიმართულად არის გავრცელებული, ალბათ, არის იმის სიგნალი, რომ ყველას მსგავსი რამ ელის. უკიდურესად სახიფათოა ე.ს. სუს-ის ფაილების შინაარსი სწორედ ასეთი პრეცედენტების წარმოქმნის გამო და აქ, მედიას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ ის ამ ამბავს ავრცელებს სახის დაფარვის გარეშე, შესაბამისი კომენტარების გარეშე, ეს ადამიანი ხდება ნებისმიერი გამვლელის ღია სამიზნე, რაც უკვე, სამწუხაროდ, მოხდა. ცხადია, აუცილებლად უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ძალადობს, ხოლო საპატრიარქომ მომხდარი სასტიკად უნდა დაგმოს, თუმც კი, ჩვენ მათგან უფრო ძალადობის მხარდაჭერის მომსწრეები ვართ“, - უთხრა ბექა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას.




სასულიერო პირების სექსუალური კავშირების თემამ მედიის ყურადღება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მიიპყრო, ე.წ. „სუს-ის ფაილების“ გასაჯაროების შემდეგ.


ათასობით ფაილი, რომელიც მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმულით, მოიცავდა დოკუმენტებს, ტექსტურ ფაილებს, ვიდეო- და აუდიოჩანაწერებსა და ფოტომასალას და მათ აერთიანებდა ის, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს შეეხებოდა. მათ შორის, მათ პირად ცხოვრებას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России