ევროკავშირმა იმსჯელა "ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის" საფრანგეთისეულ ხედვაზე
დოკუმენტი, რომელზეც ევროკავშირის ელჩები მსჯელობდნენ 15 ივნისს და რომელიც მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, გამოქვეყნდა ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიების ფონზე, მიენიჭოს თუ არა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი. ამის ფონია ასევე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ვიზიტი მოლდოვაში და, შესაძლოა, უკრაინაში - პირველად მას შემდეგ, რაც თებერვალში ომი დაიწყო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალი პოლიტიკური თანამეგობრობა გახსნილი იქნება ევროპული სახელმწიფოებისთვის, „რომლებიც იზიარებენ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს“ განურჩევლად იმისა, არიან თუ არა ისინი ევროკავშირის წევრი ან იმისა, თუ რა სახის ურთიერთობა აქვთ ამჟამად ევროკავშირთან.
მაკრონი ამ იდეით პირველად მაისში გამოვიდა. დოკუმენტი არის პრეზიდენტის პირველი კონცეფცია, რომლის მიზანია უკრაინისა და სხვა ქვეყნების მეტი უსაფრთხოებით უზრუნველყოფა რუსეთის ომის შემდეგ.