3 ჯანსაღი საკვები, რომელიც სასარგებლო სულაც არ არის
ვეგეტარიანული ჩიფსები
ჩიფსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხემსია. მიუხედავად მისი მავნებელი თვისებებისა, ადამიანები უარს ვერ ამბობენ ამ პროდუქტზე. თუმცა ყველამ იცის, რომ კარტოფილის ჩიფსები დიდი რაოდენობით მავნე ცხიმებს, კალორიებს და დანამატებს შეიცავს. ამიტომ ზოგიერთი ცდილობს იგი უფრო “ჯანსაღი” პროდუქტით ჩაანაცვლოს. როგორიცაა ბოსტნეულისგან დამზადებული ჩიფსები, თუმცა ცნობილი დიეტოლოგი ტრისტა ბესტი ამბობს, რომ ვეჯი ჩიფსებიც ანალოგიურად სავსეა ცხიმებით, კალორიებით და მარილით.
იოგურტი
სუფთა, ნატურალური იოგურტი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა იოგურტი, რომელიც ხილის დანამატებს შეიცავს, მავნებელია, რადგან ხელოვნურად გაჯერებულია შაქრით. ამიტომ უმჯობესია, იყიდოთ ნატურალური იოგურტი და თავად დაატკბოთ სხვადასხვა ხილით.
უგლუტეინო საკვები
პროდუქტები, რომლებსაც აქვს წარწერა, “არ შეიცავს გლუტეინს”, შესაძლოა, ჯანსაღად მოგეჩვენოთ, თუმცა ასე არ არის, რადგან კარგი არომატისთვის, ისინი გაჯერებულია შაქრით, ცხიმებით და კარბოჰიდრატებით.
წყარო/ფოტო: Best Life