ნინო კირთაძე აღარ იქნება საქართველოს წარმომადგენელი „ევრიმაჟში“ - მედია
კირთაძემ გამოცემას უთხრა, რომ განცხადება 11 ივლისს დაწერა და ორი დღის შემდეგ დაუკმაყოფილდა. იგი, ასევე, ტოვებს საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას ფონდ „ევრიმაჟში“ და „ევროპულ კინო პრომოუშენში“.
საქართველო ევროპის საბჭოს - ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდ „ევრიმაჟის“ (Eurimages) 36-ე წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. მას შემდეგ ქართულმა კინოპროდუქციამ მილიონობით ევროს დაფინანსება მიიღო.
კინოცენტრში დანიშნული ახალი ხელმძღვანელებისა და გამოცხადებული რეორგანიზაციის ფონზე, ქართველი კინემატოგრაფისტები შიშობენ, რომ ცენტრი დამოუკიდებლობას კარგავს.