რა უნდა იცოდეთ თევზების ზოდიაქოს შესახებ
თევზები ზოდიაქოს ბოლო წარმომადგენელია. მისი სიმბოლო ორი ერთმანეთის საპირისპიროდ მცურავი თევზია. ეს მის ორგვარ ბუნებას განასახიერებს. რეალობა და ფანტაზია, შიშები და რწმენა, ტკივილი და სიხარული. ეს ყველაფერი მას ყველაზე კომპლექსურ, ემპათიურ და თანამგრძნობ არსებად აქცევს. თუმცა ამის გამო იგი ხშირად ხდება საკუთარი ემოციების მსხვერპლი. თევზები მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მიწაზე მყარად დარჩეს და ბალანსი დაიცვას.
თევზებს ნეპტუნი მართავს, სიზმრების, ოცნებების, შემოქმედების პლანეტა, ამიტომ ეთერულ თევზებს მოსწონთ საკუთარ ფანტაზიებში ცურვა. თუმცა ნეპტუნის ბნელი მხარე მათ არარეალურ სამყაროში დარჩენისა და რეალობისგან გაქცევისკენ უბიძგებთ. ნეპტუნის ენერგია ოკეანის ენერგიას ჰგავს, ჯადოსნური, იდუმალი და ხშირად შემზარავი. როდესაც ნისლი წყალზე სქელია, ჰორიზონტი ზღვასა და ზეცას შორის იშლება.
თევზები უნდა უფრთხილდეთ მირაჟებს. მათ ურჩევნიათ ვარდისფერი სათვალეების ტარება, პრობლემების გადასაჭრელად. წყლის ამ ნიშანს უნდა ახსოვდეს, რომ ცურვით პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. ნებაყოფლობითი უცოდინრობა ვერასოდეს გადაჭრის კონფლიქტს.
თევზებს უბადლო ხედვა და ინტუიცია აქვთ. ამ მისტიკურ ნიშანთან ნებისმიერი ურთიერთობა ღრმა სულიერ კავშირამდე მიგიყვანთ.
წყარო: Allure