Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

კომუნიკეს პროექტი: "ევროკავშირი დახმარებას გაწევს უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში"

ევროკავშირი გააგრძელებს კიევის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას, მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოითხოვს, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს „ნამდვილი პოლიტიკური ნება ომის დასასრულებლად“. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის 27 ლიდერის სამიტის შედეგების პროექტში. სამიტი 20 მარტს გაიმართება ბრიუსელში. რადიო თავისუფლებამ შეძლო, გასცნობოდა დოკუმენტის ტექსტს.

დოკუმენტი ხაზს უსვამს სტრატეგიას „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას საკუთარი ძლიერი სამხედრო რესურსებით და თავდაცვის სექტორის რეგულარულად დაფინანსებით.

კომუნიკეს პროექტი გვთავაზობს სასწრაფო სამხედრო დახმარებას „დიდი შვიდეულის“ (G7) ინიციატივის, ERA-ს (ექსტრაორდინარული შემოსავლების დაჩქარება) ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის 50 მილიარდი დოლარის ფარგლებში დახმარებას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე.

ამავე დროს კომუნიკეში ნახსენებია ევროპის კავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას 40 მილიარდი ევროთი. ანუ ამ მომენტში ის არ არის დასრულებული და მისი დამტკიცება არც ამ სამიტზეა მოსალოდნელი. ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელიც არ არის უფლებამოსილი, მედიასთან ოფიციალური კომენტარი გააკეთოს, Current Time-თან საუბარში აღნიშნა, რომ ინიციატივა „ნამდვილად არ არის დამარხული“, მაგრამ „არის სირთულეები“ და „დამატებითი სამუშაოა საჭირო“.

სამიტის შედეგებში ასევე ნახსენებია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უნდა ახლდეს სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებას. „ევროპის საბჭო მიესალმება ამ მიმართულებით დაწყებულ ძალისხმევას ნატოში თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად“, ნათქვამია დოკუმენტის პროექტში. ეს ეხება პოტენციურ სამშვიდობო მისიას უკრაინაში, რომელიც პირველად ოფიციალურად განიხილეს ევროკავშირის დონეზე 6 მარტს.

სამშვიდობო მისიის არსებითი განხილვა ამ სამიტზე არ გაიმართება, განუცხადა Current Time-ს ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.

„ჯერ კიდევ ბევრი გარემოებაა, რომელიც უნდა დაზუსტდეს ამ ტიპის მისიისთვის. უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი მისია, ნებისმიერი მომავალი მისია უნდა იყოს მორგებული იმაზე, თუ რა არის სამშვიდობო შეთანხმება, ან როგორი შეიძლება იყოს მომავალი სამშვიდობო შეთანხმება და რას ითვალისწინებს იგი, და მხოლოდ ამ კონტექსტში შეიძლება მისი განსაზღვრა“, განმარტა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ტექნიკური დეტალები უკვე მუშავდება თავდაცვითი შტაბების უფროსთა დონეზე იმ ქვეყნების კოალიციაში, რომელთაც სურთ მისიაში მონაწილეობა.

„გასულ სამშაბათს შედგა შტაბის უფროსების პირველი შეხვედრა, მომდევნო კი ხუთშაბათს არის დაგეგმილი ლონდონში,“ დასძინა მან.

სამიტის შედეგების პროექტში ასევე ხაზგასმულია რუსეთზე შემდგომი ზეწოლის აუცილებლობა დამატებითი სანქციების შემოღებით, არსებული ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლის გაძლიერებით და აგრესიის შეწყვეტამდე და მიყენებული ზარალის ანაზღაურებამდე რუსული აქტივების კვლავაც გაყინულ მდგომარეობაში შენარჩუნებით.

„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ხელს შეუწყობენ სამშვიდობო პროცესს და ხელს შეუწყობენ უკრაინაში სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, რაც შედის როგორც უკრაინის, ისე მთლიანად ევროპის ინტერესებში“, ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის რეფორმატორული ძალისხმევის მხარდაჭერა „როდესაც პირობები დაკმაყოფილდება, კლასტერების რაც შეიძლება ადრე გახსნით, დაწყებული ფუნდამენტური კლასტერიდან“.

კლასტერები არის ერთგვარი განყოფილებები ან ეტაპები, რომლებიც უნდა „გაიხსნას“ და „დაიხუროს“ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების გზით და ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის მიერ დამტკიცებით. ამ დროისთვის პირველი კლასტერების გახსნას უნგრეთი ბლოკავს. „ევროპული საბჭო ამ საკითხს მომავალ სხდომაზე დაუბრუნდება“, ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

უკრაინის შესახებ ევროკავშირის სამიტის ამ დასკვნებს, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს უნგრეთი და, როგორც 6 მარტის სამიტზე, ამ სამიტის დასკვნებშიც ისინი შევა დანარჩენი 26 წევრი ქვეყნის მიერ დამტკიცებული დანართების სახით, ამბობენ დიპლომატები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России