Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

მიხეილ ყაველაშვილი სომხეთში ვაჰაგნ ხაჩატურიანს და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
ერთობლივ ბრიფინგზე სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-სომხეთის “ძალიან მრავალშრიან ურთიერთობაზე”, რომელიც, მისი თქმით, “დამყარებულია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ორი ქვეყნის, მოძმე ერების ქრისტიანულ ღირებულებებსა და მომავლის ხედვაზე”.
მისივე თქმით, შეთანხმებულია და ხელმოსაწერად მზადაა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი და სომხეთი აფასებს “საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში”.
თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ “მსოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას”. მან სომხეთის პრეზიდენტს დაუდასტურა “საქართველოს უპირობო მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.
“დღეს, პირისპირ შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. ჩვენ ერთგული ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს“, - თქვა ყაველაშვილმა და გამოთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
“გვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა.”
მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა ასევე თბილისში 17 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე და თქვა, რომ "საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა უკლებლივ ყველა მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში”, - თქვა ყაველაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
ერევანში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსაც შეხვდა. ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
„მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო გამოხატავს მზაობას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დიალოგსა და თანამშრომლობას“.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესაც შეხვდება.


ერევანში მიხეილ ყაველაშვილის დელეგაციაში არიან:
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე;საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია;პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი;დეპუტატები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი;ასევე, ლუკა ეხვაია, ყაველაშვილის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России