Добавить новость
World News



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ენმ: "საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

მემარჯვენე-ცენტრისტული და მემარჯვენე პარტიების საერთაშორისო ალიანსმა, "საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა" (International Democracy Union IDU) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი რეზოლუციის ტექსტთან ერთად ავრცელებს.

რეზოლუციით მოთხოვნილია საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება, პროევროპულ აქციებზე დაკავებულების უპირობო გათავისუფლება, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებაში დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ასევე სანქციების დაწესება და „ქართუ ბანკის” SWIFT-ისა და Visa/MasterCard-ის ქსელებიდან გათიშვა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებული რეზოლუციის ტექსტი ასეთია:

"ვინაიდან საქართველო 2024 წლის 26 ოქტომბრის ფუნდამენტურად ხარვეზიანი საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის განცხადების შემდეგ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ სრულ კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების კრიზისშია ჩაძირული;

ვინაიდან მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ხდება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტერორით;

ვინაიდან საქართველოს ერთპარტიულმა „პარლამენტმა“ შექმნა „საგამოძიებო კომისია“ სამართლებრივი მექანიზმების დემოკრატიული ძალების, კონკრეტულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, დევნის იარაღად გამოყენების მიზნით;

ვინაიდან მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიყენა პრაქტიკიდან ამოღებული ღონისძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც სამ წელიწადზე მეტია, პოლიტპატიმარია, ახალი 12,5 წლიანი პატიმრობის მისასჯელად.

ვინაიდან რამდენიმე ქვეყანამ დააწესა ორმხრივი სანქციები ქართველ ოფიციალურ პირებზე; და ევროპულმა საბჭომ შეაჩერა ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილები [უვიზო რეჟიმის შეზღუდვა დიპლომატიურ პასპორტებზე];

საერთაშორისო დემოკრატიის კავშირი:

1. კვლავ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ მათ ბრძოლაში ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებების და ევროპული მომავლისთვის, და რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ;

2. გმობს "ქართული ოცნების" ქმედებებს, მის განგრძობით სვლას ავტორიტარიზმისა და რუსული ორბიტისკენ, და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს ტერორი საკუთარი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ;

3. მოითხოვს, სამართლებრივ პასუხისგებაში იქნან მიცემული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკესა და გადამეტებული ძალის გამოყენებაში დამნაშავე პირები;

4. მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", დანიშნოს კონკრეტული თარიღი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფლად იმოქმედებენ;

5. მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, საქართველოსთან მიმართებაში განახორციელონ მკაფიო პოლიტიკა, რომელიც იხელმძღვანელებს ორი ძირითადი პრინციპით: (ა) შეწყდეს რეჟიმის ფინანსური დახმარება, მათ შორის, მოეთხოვოთ ფინანსურ ინსტიტუტებს, შეაჩერონ ფინანსური თანამშრომლობა არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე; და (ბ) დასანქცირდეს რეჟიმის მმართველი ელიტა, რომელიც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე;

6. მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, დაუყოვნებლივ დაუწესონ კოორდინირებული სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, კომპანიებს და ხელშემწყობებს, და გაყინონ ივანიშვილის ყველა ქონება; მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, მიიღონ ზომები ივანიშვილის "ქართუ ბანკის" SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან გასათიშად და დაუწესონ სექტორული სანქციები ბიზნესებს, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით სპილენძის მადნებისა და ფერადი ლითონების სფეროში."

როგორც ჭიაბერაშვილის წერს, რეზოლუციას განხილვის შედეგად დაემატა კიდევ ერთი პუნქტი:

"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოძიებულ იქნას ყველა მოხელისა და პოლიციელის ქმედება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ".

"საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის" (International Democracy Union) წევრები არიან ევროპის სახალხო პარტია (EPP) და ევროპელი კონსერვატორების (ECR) პარტიები. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" IDU-ს წევრია 2007 წლიდან.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნით ევროპარლამენტს რამდენიმე კრიტიკული რეზოლუცია აქვს მიღებული.

მსგავსი რეზოლუციების კომენტირებისას "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ "ჩალის ფასი" აქვთ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России