Добавить новость
World News



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

რას ამბობს სიჩუმე? წიგნის ფესტივალი კრიტიკისა და ცვლილებების თანხლებით

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წელს პირველად არ არის ხალხმრავლობა - 27 წლის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ტევა არ იყო ხოლმე, ახლა ფესტივალის მონაწილე გამომცემლები მკითხველის და მყიდველის სიმცირეს უჩივიან. წელს პირველად, ფესტივალში არცერთი დიდი გამომცემლობა არ მონაწილეობს.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 29 მაისს გაიხსნა და ტრადიციულად, 4 დღე გაგრძელდება - 1 ივნისამდე. მისი ორგანიზატორი წიგნის გამავრცელებელთა და გამომცემელთა ასოციაციაა.

ფესტივალში დაახლოებით 60-მდე მცირე და საშუალო გამომცემლობა (მათ შორის, ნაწილი ქართველი მკითხველისთვის ცნობილია, ნაწილიც უცნობი), წიგნის მაღაზია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

მათ შორის არიან: “დიოგენე”, “სიესტა”, “აგორა”, “არეტე”, "ბარტყი ბუს წიგნები", “ჩემი გამომცემლობა”. “მერიდიანი”, “მწერალთა სახლი”, "წიგნის სახლი", "ჯადოსნური სახლი", სტამბა სეზანი, თსუ-ს გამომცემლობა, მიხეილ რობაქიძე - შემეცნებითი მატიანე, მრავალშვილიანი დედები სიძლიერეა, საბავშვო გამომცემლობა “დილა”, საქწიგნი, პარნასი, ლოგოსი, მენტალური არითმეტიკის სკოლა, ირინა დენეიკინა, გამომცემლობა “კლიო” და სხვები.

ფესტივალში მონაწილეობენ:

თურქეთი;ირანი;აზერბაიჯანი.ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერი - კულტურის სამინისტრო და თბილისის მერიაა.

ჩავხედეთ ფესტივალის ოთხდღიან პროგრამასაც, რომლის თანახმად, ამ დღეების განმავლობაში, წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა იქნება შეხვედრები, დისკუსიები, (მაგალითად, თემაზე “წიგნების შავი ბაზარი, გამოწვევა და მოგვარების გზები"), ჟურნალ “დილის” 120 წლის იუბილე, შეხვედრა ვასიკო ოდიშვილთან და საუბარი გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველის” შესახებ, შეხვედრა მსახიობ ნანული სარაჯიშვილთან, “დიოგენეს” ახალი სერიის წარდგენა, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსა და ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების ღონისძიებები, გია ყარყარაშვილის წიგნის “სამშობლოს ამარა” პრეზენტაცია, საბავშვო პროგრამა და სხვა.

სრული პროგრამის ნახვა აქ შეგიძლიათ.

ერთ-ერთ ღონისძიებად პროგრამაში მითითებულია ჩემპიონთა ლიგის ფინალიც, რომლის ყურებაც 31 მაისს, დიდ ეკრანზე მათთვის იქნება შესაძლებელი, ვინც 29-30-31 მაისს შეიძენს 2 წიგნს, ბეჭედდარტყმულ გადახდის ჩეკს კი მიმღებში წარადგენს.

2025 წლამდე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება იყო, რომელშიც ყველა გამომცემლობა და მათი ავტორები ერთად მონაწილეობდნენ.

წელს გზები გაიყო - წიგნის ფესტივალს გამოაკლდნენ ისეთი მსხვილი გამომცემლობები, როგორებიცაა: “სულაკაურის გამომცემლობა”, “ინტელექტი” და “არტანუჯი”, “პალიტრა L” - თავიანთი წიგნის მაღაზიების ქსელით და მცირე გამომცემლობების ნაწილიც. წიგნის ფესტივალში არც თანამედროვე, ცნობილი ქართველი ავტორების დიდი ნაწილი მონაწილეობს.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მისმა ოცამდე წევრმა დატოვა “პრინციპული და ღირებულებითი სხვაობის გამო”. გაჩნდა მეორე ასეთივე ლიტერატურული ღონისძიება - წიგნის ბაზრობა, რომელიც ახლად შექმნილი “საქართველოს წიგნის ასოციაციის” ორგანიზებით აპრილში ჩატარდა.

მიუხედავად ხალხის სიმცირისა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ლებანიძე ფიქრობს, რომ ფესტივალი მაინც შედგა, რადგან მისი სიტყვებით, „ნამდვილი მკითხველი მაინც დადის ნებისმიერ ასეთ დღესასწაულზე, რადგან მისთვის მთავარი წიგნია“:

„ჩემი აზრით, გამომცემლებისთვისაც და მათთვის, ვინც ამ საქმეს ემსახურება, მთავარი უნდა იყოს წიგნი, რადგან წიგნები ამბობენ ჩვენს სათქმელს... რაც შეეხება ასოციაციას, მართალია, ბოლო თვეებში ძალიან უსიამოვნო ამბები მოხდა და სექტორი გაიყო, ჩემი აზრით, მსჯელობა უნდა დაიწყოს და გაერთიანების საშუალება გამოინახოს”, - ლებანიძე ამბობს, რომ მზად არის ამ თემებზე დისკუსიისთვის.

მისი განწყობა დროდადრო იცვლება იმის მიხედვით, ვინ მიდის ფესტივალზე:

„ხან დავინახავ ბევრ კარგ ადამიანს, ლიტერატორს და ეს განწყობა გამომიკეთდება, ხან კი, მომეჩვენება, რომ გარედან წამოსული სიძულვილი ისე ძლიერია, რომ ვერ ვუმკლავდებით, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფესტივალი კარგია“.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, წიგნის ფესტივალში მონაწილეობს ბევრი ისეთი პატარა და საშუალო გამომცემლობა, ვინც ცდილობს "შეინარჩუნოს ხარისხი და არ არის ორიენტირებული მხოლოდ კომერციაზე".

რაც შეეხება ავტორებს და მათთან შეხვედრებს, ჩვენ თამარ ლებანიძეს ვკითხეთ რა აზრისაა იმაზე, რომ არაერთი თანამედროვე ავტორი, ვისაც მკითხველი ხვდებოდა ხოლმე მთელი ამ წლების განმავლობაში წიგნის ფესტივალზე, წელს იქ არ მივა, რაზეც მან ასე გვიპასუხა:

„ავტორების პოზიციას რაც შეეხება, ბევრი ჩუმადაა და ეს სიჩუმე, ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში ძალიან დასაფასებელია, რადგან ის, ვინც ჩუმადაა, "ბაბლს" უწევს წინააღმდეგობას. ჩემთვის კი, პრინციპულად სულერთია "ბაბლის" მონა იქნები თუ, მაგალითად, რუსეთის მონა. ამიტომ იმ ხალხს, ვინც ახლა ჩუმადაა, პატივს ვცემ. არის მეორე ნაწილიც, ვინც ფიქრობს, რომ „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“, ამის გამო იკავებს თავს და არ ამღვრევს ისედაც ამღვრეულ წყალს“.

თბილისის წიგნის ფესტივალის გახსნას ახლდა კრიტიკა და მწერლების ნაწილის მხრიდან საჯარო ბოიკოტისკენ მოწოდებაც. მაგალითად, ირაკლი კაკაბაძემ (იაკი კაბე) დაწერა, რომ ლიტერატურა თავისუფლების მხარეს დგას და რომ ის, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ქართველი მწერალი და ქართული წიგნის მკითხველი საჯარო ბოიკოტს უცხადებს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს.

ირაკლი წერს, რომ ვერც წიგნის სიყვარულითა და ვერც ლიტერატურისადმი ერთგულებით, ვერ მიიღებს მონაწილეობას ფორუმში, რომელიც დაფინანსებული და მხარდაჭერილია იმ სტრუქტურების მიერ, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიისგან, რომლებიც, მისი შეფასებით, წარმოადგენენ „ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას“:

"მე, როგორც მწერალს, არ მსურს, რომ ჩემი წიგნები, ჩემი სახელი და შემოქმედება გახდეს თანამონაწილე რეჟიმის იმიჯის “კულტურულ” შენიღბვაში. არ ვმონაწილეობ ფარსში, რომელიც რეალურ ცხოვრებაში აზრის გამოხატვის თავისუფლებას ახშობს, ხოლო ფესტივალის სცენაზე წიგნისა და ლიტერატურის ღირებულებაზე საუბრობს“. - ასე ფიქრობს ირაკლი კაკაბაძე.

მწერალმა ტორესა მოსიმ კი დაწერა, რომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მიუსვლელობით, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან ნათლად და მკვეთრად გამოხატა თავისი პოზიცია:

„ქოცობა დამღუპველია ადამიანისთვის და შემდეგ ბიზნესისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან თუ ადამიანი აღარ არის მთავარი ღირებულება, მაშინ რა ფასი აქვს ბიზნესს და რა ფასი აქვს ქვეყანას?“ - წერს ტორესა მოსი.

სოციალურ ქსელში მკითხველთა არაერთი გამოხმაურებაც გავრცელდა - ფეისბუკზე ნახევრად ცარიელი მე-11 პავილიონის ფოტოებს აზიარებენ და წერენ, რომ „ეს არის წიგნიერი ხალხის პასუხი რეჟიმთან თანამშრომლობაზე”.

გამომცემლობა “პოლინომიალმა” სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის თბილისის წიგნის ფესტივალზე არც წელს და არც მომავალში არ იქნება. თუმცა განმარტა, რომ მათ მიერ გამოცემული წიგნი, ჯოან დიდიონის “ჯადოსნური ფიქრის წელიწადის”, თარგმანი ნამდვილად დაფინანსდა “მწერალთა სახლის” 2022 წლის მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ეს იქამდე იყო, ვიდრე ლიტერატურული სფეროს დიდი ნაწილი ბოიკოტს გამოუცხადებდა ამ ორგანიზაციას.

„ამჟამად არ ვთანამშრომლობთ “მწერალთა სახლთან“, - წერს გამომცემლობა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ტარდება.

თბილისის წიგნის ბაზრობისთვის, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, მთავარი თემა იყო პროტესტი და ლიტერატურა და მასში ის ის მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მონაწილეობდნენ, რომლებიც „მწერალთა სახლს“ და „კულტურის სამინისტროს“ ბოიკოტს უცხადებენ და მათთან არ თანამშრომლობენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России