თეირანში კვლავ გაიხსნა შვეიცარიის საელჩო ორკვირიანი პაუზის შემდეგ
Reuters-ის თანახმად, შვეიცარიამ, რომელიც ასევე წარმოადგენს აშშ-ის ინტერესებს ირანში, ისრაელსა და ირანს შორის ომის გამო დახურვის შემდეგ კვლავ გახსნა თავისი საელჩო თეირანში, - განაცხადა კვირას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„ელჩი ნადინ ოლივიერი ლოზანო და მისი მცირე ჯგუფი გუშინ სახმელეთო გზით - აზერბაიჯანის გავლით თეირანში დაბრუნდნენ. საელჩო თანდათანგანაახლებს მუშაობას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განცხადებაში.
შვეიცარიის საელჩო თეირანში 20 ივნისის შემდეგ დაკეტილი იყო.
შვეიცარია 45 წელია წარმომადგენს აშშ-ს ინტერესებს ირანში.