Добавить новость
World News



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„არ ვიცნობ, თუმცა შევისწავლი საქართველოში არსებულ კორუფციულ პრაქტიკას“ - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის, დიდ ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ის სამინისტროს საქმიანობის შესახებ პასუხობდა დეპუტატების კითხვებს, დეპუტატმა ფილიპ ბრიკელმა, რომელიც ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენს, კითხვა დაუსვა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, „ქართული ოცნების” წევრების „გადამალულ ფინანსებთან” დაკავშირებით.

ფილიპ ბრიკელი „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ პარტიად მოიხსენიებს და ვრცელ, ე.წ. მიმოხილვით კითხვაში, ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე:

„თქვენ წლებია ზრუნავთ, რომ ლონდონი იქცეს მსოფლიოს ანტიკორუფციულ დედაქალაქად, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

ამ კონტექსტში, მსურს, მოკლედ შევეხო ბრიტანეთის საგარეო ტერიტორიებს. საქართველოში, პრორუსული პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერები, მაშინ როდესაც ავიწროებენ სამოქალაქო საზოგადოებას და ზღუდავენ ხალხის თავისუფლებებს, სავარაუდოდ, იყენებენ ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს, რათა დამალონ თავიანთი ქონება ფინანსური გაუმჭვირვალობის საფარქვეშ.

ამასთანავე, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებმა კვლავ ვერ შეასრულეს ვალდებულება, რათა შეექმნათ ბენეფიციარი მესაკუთრეების საჯაროდ ხელმისაწვდომი რეესტრი. 2018 წელს მიღებული სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული კანონის შემდეგ, ისინი ვადებში ვერ ჩაეტივნენ 2020 წელსაც და 2023 წელსაც. როგორ ფიქრობთ, რა გზავნილს უგზავნის ეს დანარჩენ მსოფლიოს?“.

ფილიპ ბრიკელის კითხვაზე პასუხს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ სიტყვებით იწყებს: „ეს ძალიან ცუდი გზავნილია“ და ამბობს, რომ მომავალ წელს იგეგმება კონფერენციის გამართვა უკანონო ფინანსებთან დაკავშირებით:

„...რაც შეეხება საქართველოსა და იქ არსებულ კორუფციულ პრაქტიკას, დეტალებში ჯერ არ ვარ გარკვეული, თუმცა აუცილებლად გავეცნობი საკითხს და შესაბამის პოზიციას მივაწვდით ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებს“, - ამბობს დევიდ ლემი.

იანვრის შუა რიცხვებში, ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იუწყებოდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიტანეთის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ოფშორებში რეგისტრირებული ათობით კომპანია დაზარალდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“(TI) 17 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში მიუთითებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება „ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია“.

ეს იმიტომ, რომ, TI-ის განმარტებით, ეს კომპანიები, საბოლოო ანგარიშით, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული - კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.

ამ გაზაფხულზე, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ბრიტანეთის პარლამენტარი ჯეიმს მაკკლირი, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი, რომელიც აქტიურად მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას და რომელმაც შეიტანა ე.წ. early day motion-ი – პროცედურული ინიციატივა ბრიტანეთის პარლამენტში, რომელიც, როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ ბრიტანეთის პარლამენტის ყურადღების მიპყრობას ისახავდა მიზნად, ამბობდა, რომ „ლონდონი და საერთოდ, დიდი ბრიტანეთი ივანიშვილისთვის იქცა არა მხოლოდ ქონების შესანახ ადგილად, ის თავის პროპაგანდასაც ბრიტანეთიდან ინახავს. ეს საგანგაშოა და ჩვენ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. მიმართულება აღებულია - პერსონალიზებული სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ - და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ [ბრიტანეთის] მთავრობაც ამ გზას დაადგება“.

პირველ ივლისს, ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი „ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების“ გამო. ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესცენტრის თანახმად, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა - რომლის ვინაობაც საჯაროდ არ დასახელებულა, - საგანელიძესთან საუბარში „ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა“ საქართველოს „სულ უფრო საზიანო ტრაექტორიის მიმართ“. ამასთან, საგანელიძესთან საუბრისას მან „მკაცრად გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები“.

2025 წლის 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდა, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად გაეუქმებინა დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.

„ბრიტანეთის საელჩო აპირებდა პროპაგანდის და რადიკალიზმის დაფინანსებას და მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ახლა თანხმობა სჭირდებოდა“, - განაცხადა სადავო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა 12 ივნისს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России