მარნეულში დაჭრილი მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი
მარნეულის მუნიციპალიტეტში 16 წლამდე ასაკის ბიჭი დაჭრეს, ის მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაშია მოთავსებული.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.უწყების ცნობით, მომხდარის გამო დაკავებულია სრულწლოვანი კაცი.მარნეულის რადიოს ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ყულარში მოხდა, მოზარდი ამჟამად მარნეულის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.