Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ რეპრესიას საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებად მივიჩნევთ - დიდი ბრიტანეთის ელჩი

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ელჩი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები და გამოსავლის მოსაძებნად ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში.

"გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებებს გლობალურად.

კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის, ხელისუფლების კრიტიკის გამო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ბევრი ევროპელი პარტნიორების მსგავსად, ჟურნალისტების დაკავებას, თვითნებურ დაპატიმრებასა და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს.

ამიტომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან", - ამბობს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ქართულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს, 14 ივლისს, გამოქვეყნდა საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.

11 ივლისს დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

განცხადებაში ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ და მკაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებას, რასაც უწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს, რაც, მათი განცხადებით, აშკარად ისახავს მიზნად პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

"ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 13 ივლისს უპასუხა 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"ოცნებამ" მას უწოდა „მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე“ და „საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით გაჯერებული“ ტექსტი.

მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება. 4 თებერვალს კლინიკა "ვივამედში" ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, "მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0,04%".

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

მერვე თვეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციებია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.

პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციებზე სისხლის სამართლის წესით 60-მდე ადამიანი დააკავეს, მათ ნაწილს უკვე მიესაჯა რამდენიმეწლიანი პატიმრობა. ნაწილის საქმეებზე განაჩენი უახლოეს ხანში გამოცხადდება.

ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდან დაკავებული არიან “ძლიერი საქართველოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და ასევე გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.

ისინი დააკავეს სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ["წულუკიანის კომისია"] სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.

უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი გზით არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების დაპატიმრებულ ლიდერებს 4 ივლისს შესთავაზა, მიმართონ მას შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პირობას დადებენ.

შეწყალებაზე ოპოზიციური პარტიები კატეგორიულ უარს ამბობენ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობაზე აზრი კვლავ იყოფა - 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზანს კვლავ ადასტურებენ “ლელოს” კოალიცია “ძლიერი საქართველო” და პარტია “გახარია საქართველოსთვის”.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России