Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

11 დემონსტრანტის საქმეზე თარჯიმნის აცილება მოითხოვეს - თარჯიმანმა ბრალდებულებს "უზრდელები" უწოდა, თქვა ადვოკატმა

თბილისიის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროდასავლურ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტანტის სასამართლო სხდომა.

საქმეზე ბრალდებულები არიან ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.

სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატებმა თარჯიმნის, დავით გულიაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი თქმით, თარჯიმანმა ბრალდებულებს "უზრდელები" უწოდა და მათთან პოლემიკაში შევიდა, რისი უფლებაც არ აქვს. ამასთან, ადვოკატების განმარტებით, თარჯიმანი არაპროფესიონალურად, არასათანადოდ თარგმნის.

„თარჯიმანი ბრალდებულებს მოიხსენიებს უზრდელად, არც ერთ სიტყვას არ უთარგმნის ბრალდებულებს და გვაქვს აცილების საფუძველი, თავის დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს", - თქვა ადოკატმა, ბექა ხოხობაშვილმა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განმარტებით, „არც ერთ სხდომაზე არ დაუფიქსირებიათ ბრალდებულს, რომ თარჯიმანთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდათ".

„წინა სხდომაზეც იყავით და არ დაგიფიქსირებიათ ეს პრობლემა“, - ადვოკატებსაც მიმართა მოსამართლემ.

ადვოკატების განმარტებით, ბრალდებულებისგან შეიტყვეს, რომ „არ უთარგმნის, პოლემიკაში შედის, შეურაცხყოფას აყენებს [მათ]".

„თარჯიმანმა თქვა აქეთ მომაყენა შეურაცხოფაო, მას შეეძლო დაეფიქსირებინა პოზიცია, რომ ვერ ამყარებს კომუნიკაციას და მას შეეძლო დაეფიქსირებინა ეს ფაქტი.. მათ თქვეს, რომ ქალი, რომელიც წინა სხდომაზე იყო [მისით] კმაყოფილები არიან, ამ თარჯიმანთან აქვთ პროფესიული პრეტენზია. თარჯიმანი ბრალდებულებთან არ უნდა შედიოდეს დავაში", - განაგრძო შუამდგომლობის დასაბუთება ადვოკატმა ბექა ხოხობაშვმა.

თარჯიმანმა მუშაობის გაგძელებაზე უარი განაცხადა - "ამ ვითარებაში არ მინდა მუშაობა" თქვა მან და მოსამართლის შეკითხვაზე, თუ რას გულისმობს, უპასუხა „ეს არის ზეწოლა, ბრალდებული მომმართავდა ისე, როგორც არ უნდა მოემართა თარჯიმანისთვის".

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი: "მაგალითად, რას გეუბნებოდა?"

საუბარში ჩაერთო ადვოკატი: „აცილების საკითხს განვიხილავთ, თქვენი დახმარება არ სჭირდება".

თარჯიმანმა განაგრძო. „წინა თარჯიმანი უფრო მისაღებია მათთვის", მოსამართლის შეკითხვაზე "რაში გამოიხატა გაუგებრობა" თარჯიმანმა თქვა „დამცინავი ტონით მელაპარაკებოდნენ...".

„რა უფლება აქვს უზრდელს რომ უწოდებს?", - ჩაერთო საუბარში ადვოკატი ბექა ხოხობაშვილი.

მოსამართლემ ადვოკატი გააფრთხილა: „მსგავს წამოყვირებას კიდევ ექნება ადგილი და ზომებს მივმართავ"...

თავისი დამოკიდებულება გამოთქვეს ბრალდებულებმაც.

„არასაკმარისად პროფესიონალურად თარგმნიან, გაუგებარია სასამართლოს მსვლელობა ჩემთვის", - თქვა კუხარჩუკი.

„რას ვერ იგებთ?“ ,- იკითხა მოსამართლემ „ვინაიდან სწრაფ რეჟიმში მივდივართ, ნელა რომ გაგრძელდეს ეს გასაგები იქნება მათთვის? პროცედურული საკითხები არ ესმით?".

ადვოკატების განცხადებით "ბრალდებულებისთვის სასამართლოს მსვლელობა გაუგებარია".

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა თარჯიმნის შეცვლასთან დაკავშირებით. ახალი თარჯიმნის მოსვლამდე სასამართლოში შესვენება გამოცხადდა.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მერვე თვეა - არ წყდება დემონსტრაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და როგორც აქციის მონაწილეები უწოდებენ, „სინდისის პატიმრების“ გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები შემცირებული მასშტაბით, მაგრამ მაინც არ შეწყვეტილა.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России