Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე - უკრაინის საგარეო უწყება „დარიალის“ პუნქტზე მყოფ ადამიანებზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მუშაობენ საქართველო-რუსეთის საზღვარზე („დარიალის“ გამშვები პუნქტი) მყოფი თანამემამულეების ქვეყანაში დაბრუნების საკითხზე. საქართველოში უკრაინის საელჩომ სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითზე გამართული ბრიფინგის შემდეგ გაავრცელა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე.
უკრაინული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სატრანზიტო გზის განბლოკვა და მოგვარდეს ყველა ლოგისტიკური და ორგანიზაციული დაბრკოლება“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
მისივე ცნობით, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში მათ თანამემამულეების დასახმარებლად რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს:
6-დან 7 აგვისტოს ღამეს საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩავიდა და შეხვდა თანამემამულეებს;7 აგვისტოს სამ მოქალაქეს გაეწია სამედიცინო დახმარება და შედგა შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლები;8 აგვისტოს დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების წარმომადგენელმა საელჩოს აცნობა, რომ შიმშილობა შეწყვიტეს მათ, ვინც პროტესტის ამ ფორმას 5 აგვისტოს მიმართეს.დღეს, 9 აგვისტოს „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფი უკრაინელების შესახებ. მან უკრაინული მხარე პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ „პროცესის ხელოვნური გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე“.
დარახველიძემ დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინელები ქვეყნისთვის საფრთხის შემცველები არიან: „ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ!“
შსს-ს ცნობით, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში 87 უკრაინელი იმყოფება. მათ არ აძლევენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებას. ისინი არიან ის უკრაინელები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაასამართლეს და რუსეთის ციხეებიდან გაათავისუფლეს.

დარახველიძის თქმით, 2025 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი დაახლოებით 134 პირიდან, 37-მა პირმა საქართველო დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა სხვადასხვა მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მზად არის აანაზღაუროს „დარიალის“ გამშვებ პუნქტთან დარჩენილი უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების ხარჯები.
„ქართული ოცნების“ მთავრობის შს მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას წინ უსწრებდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება. რამდენიმე დღის წინ ამ უწყებაში განაცხადეს, რომ რუსეთი განგებ ცდილობს საქართველოს საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისის შექმნას.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე ამ ქვეყნებისა და უკრაინის შესაბამის სამინისტროებთან და დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, მუშაობს ამ ჰუმანიტარული კრიზისის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად“, - ეწერა განცხადებაში.
რა ვიცით „დარიალის“ გამშვებ პუნქტში მყოფი უკრაინელების შესახებორ თვეზე მეტია, რაც ათობით უკრაინელი საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვართან, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ („დარიალის“) პუნქტში ცხოვრობს. მათ მორიგეობით სძინავთ, რადგან ნახევრად აშენებული ტერმინალის სარდაფში საწოლები არ ჰყოფნით.
რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ 25 ივნისს წერდა, რომ დაყოვნების სივრცეში, რომელშიც ნესტიანი ბეტონი და მძიმე ჰაერია და თან ფანჯრები არ აქვს, სულ 16 საწოლი იყო. ამ საწოლებს 56 ადამიანი მორიგეობით ინაწილებდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით 16 ივლისს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა „რუსთავი 2-მა" და „იმედმა“ გაავრცელეს „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის კომენტარი.
„აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი ამ პირების დაბრუნება. ბოლო პერიოდში 40-მდე პირი მსგავსი გზით უკვე დაბრუნდა უკრაინის რესპუბლიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი.
როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოლდოვური მხარე არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები, თუმცა გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. როგორც კი იქნება მათი მხრიდან შეთანხმება მიღწეული, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყოს დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომ დაბრუნდნენ ისინი სამშობლოში“, - თქვა მაშინ დარახველიძემ.
როგორც მოგვიანებით, 9 აგვისტოს ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, 2025 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი დაახლოებით 134 პირიდან, 37-მა პირმა საქართველო დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა სხვადასხვა მიმართულებით.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России