Добавить новость
World News



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ყირიმის ხიდზე თავდასხმისთვის განკუთვნილი ავტომობილის გადამყვანები კრასნოდარის მხარეში დააკავეს - რუსული მედია

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, კრასნოდარის მხარის სოფელ სტარონიჟესტებლიევსკაიაში დააკავეს ადამიანები, რომლებიც ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმისთვის განკუთვნილ, შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთულ ავტომობილს მართავდნენ.

საინფორმაციო სააგენტო არ ასახელებს დაკავებულთა რაოდენობას. "რია ნოვოსტის" თანახმად, „უკრაინის სპეცსამსახურების თანამზრახველები“, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი ავტომზიდით გადაჰყავდათ, ტრასის პირას დააკავეს - მარცვლეულის ელევატორთან ახლოს, რკინიგზის სადგურთან სამი წუთის სავალ მანძილზე.

18 აგვისტოს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) გაავრცელა ცნობა, რომ აღკვეთეს "უკრაინის სპეცსამსახურების კიდევ ერთი მცდელობა, ყირიმის ხიდზე დიდი სიმძლავრის ბომბი აეფეთქებინათ“.

უწყების მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა Chevrolet Volt-ის მარკის ავტომობილში იყო მოთავსებული და რუსეთში უკრაინიდან საქართველოს გავლით შეიტანეს - "ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ იგეგმებოდა ავტომობილის კრასნოდარის მხარეში გადაყვანა კერძო გადამზიდავის მიერ მართული ავტომზიდით.

"ეფესბეს" ინფორმაციის მიხედვით, მანქანა შემდგომში უნდა გადაეცათ სხვა მძღოლისთვის, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის შესახებ არაფერი უნდა სცოდნოდა და ყირიმის ხიდზე გავლისას „უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად ქცეულიყო“.

იუწყებიან, რომ რუსეთის სპეცსამსახურმა მოახერხა „ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებლება“ და ასევე ყველა იმ პირის დაკავება, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ავტომობილის გადაყვანაში მონაწილეობდნენ.

"რია ნოვოსტის" მოჰყავს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის ციტატა, რომლის თანახმადაც, ავტომობილი დატვირთული იყო 130 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით.

"ეფესბეს" მიერ 18 აგვისტოს, იმ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, როდესაც ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ევროპელი ლიდერებისა და აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობით ომის დასრულებისა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე შეხვედრა იმართებოდა, კიევი და თბილისი ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის პასუხად თქვა, რომ "არაფერს გამორიცხავს", "რუსეთს აქვს თავისი ინტერესები" და "შეიძლება მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს - ამას დადგენა სჭირდება. სამართალდამცავებიც ჯერ მოახდენენ რეაგირებას და შემდეგ განცხადებას [გააკეთებენ]".

საქართველოს გავლით ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდების შესახებ განცხადება მოსკოვში 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების შემდეგაც გააკეთეს. მაშინ რუსეთის ხუთი და უკრაინის სამი მოქალაქე დააკავეს. გარდა ამისა, ბრალდება წაუყენეს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს - 2024 წელს რუსეთმა ის სახელმწიფოთაშორის ძებნილ პირთა სიაში შეიყვანა.

"ტვ პირველის“ ინფორმაციით, რუსული გამოძიების მასალებში ნახსენები სატვირთო მანქანა ეკუთვნოდა ინასარიძის დედას, რომელმაც რუსულ ვერსიას „ბოდვა“ უწოდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ ქვეყანას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან "შემხებლობა არ აქვს".

ყირიმის (ქერჩის) ხიდი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენდა. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მის მშენებლობას უკანონოდ მიიჩნევს და 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ ხიდი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე იყო. მისი დაზიანების ერთ-ერთი ბოლო მცდელობა მიმდინარე წლის ივნისში იყო, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე ჩაიარა. მანამდე ხიდზე მოძრაობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სრულად ან ნაწილობრივ იყო შეზღუდული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России