Добавить новость
World News



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ანტიკორუფციული EPRC-საც სთხოვს განმარტებას, რატომ არ რეგისტრირდებიან აგენტებად

"გვედავებიან ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად.
მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს", - ნათქვამია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის 20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. ამავე ტექსტის მიხედვით, ისინი უარს აცხადებენ ამერიკული ფარას მსგავსი ქართული კანონის მიხედვით რეგისტრაციაზე, რადგან ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, მათ ამ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება არ აქვთ. ორგანიზაცია არგუმენტაციას დაურეგისტრირებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, წერილობით გაუგზავნის ანტიკორუციულ ბიუროს.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის გზავნილის ადრესატი EPRC-ის გარდა 6 სამოქალაქო ორგანიზაციაა:
"საფარი";"სამოქალაქო საზოგადოების ფონდი";"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო";"მედიის განვითარების ფონდი";"სოციალური სამართლიანობის ცენტრი";"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]".

სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი წერილების პასუხად, განგაშის სიგნალი ჩართო ევროსაბჭოს “ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ” - აქამდე პლატფორმამ უსაფრთხოების პირველი დონე ჩართო ასევე ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების საქმეზე.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროსგან პირველი წერილები ივნისში მიიღეს - ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამუშაო სპეციფიკის მქონე NGO-ებისგან უწყება სასამართლოს განჩინებით ითხოვდა დეტალურ ინფორმაციას საქმიანობის, ბენეფიციარების და პროექტების შესახებ, სამოქალაქო ორგანიზაციები კი თვლიდნენ, რომ ამგვარი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება სახელმწიფოს არ აქვს და ეს პრეტენზია უკანონოა.
ორგანიზაციებმა ბიუროს მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - ამის მიუხედავად, ისინი "არ აპირებენ მოქალაქეების ნდობის ღალატს" და კვლავ უარს ამბობენ სენსიტიური ინფორმაციის გადაცემაზე.
ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს, გაუგზავნონ ყველა ხელშეკრულება, - მათ შორის საგრანტო ხელშეკრულებები, - რომლებიც კი 2024 წლის 1 იანვრიდან დაუდიათ უცხოელ დონორებთან თუ ქართველ ფიზიკურ პირებთან. გარდა ამისა, ბიურო ითხოვს „ნებისმიერ ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციას“.
მათ შორის:
თანხების გაცემის გრაფიკს;მიღებული ფულადი სახსრების და „მატერიალური ფასეულობების“ შესახებ ინფორმაციას - ყველანაირი დეტალის მითითებით;მიღება-ჩაბარების აქტებს;ხელფასის უწყისებს;ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას - საქმიანობის აღწერას, მიზანს, განხორციელების თარიღს, ადგილს, დროს, ბენეფიციარებს, მონაწილე პირების მითითებით;მოთხოვნილია „აქტივობის ამსახველი ვიდეოფოტომასალა“;დაკონკრეტებულია, რომ მოთხოვნილია მონაწილე პირებისა და ასევე ბენეფიციარების სახელები, გვარები და პირადი ნომრები.

მოსამართლის განჩინება ეყრდნობა სამ კანონს:
კანონი კორუფციის წინააღმდეგ;პარტიების კანონი („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ კანონი);გრანტების კანონი.არ ყოფილა დასახელებული არც „აგენტების კანონი“ (2024 წელს მიღებული, ფორმალურად „გამჭვირვალობის კანონი“) და არც „აშშ-ის ანალოგიური უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA).

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России