Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს

უკრაინაში დაბრუნდნენ რუსეთიდან დეპორტირებული, საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინული და ქართული სახელმწიფო უწყებები.

„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, ორგანიზებული იქნა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ბუფერული ზონიდან უკრაინის 65 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება. მათ შორის 10 ქალია და 8 კი მძიმედ დაავადებული. ყველა მათგანი, ფაქტობრივად, რუსეთის ქმედებებით შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში იმყოფებოდა საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“. უკრაინელმა დიპლომატებმა და კონსულებმა ყველა ღონე იხმარეს მოქალაქეების დასაბრუნებლად და საზღვარზე მათი ყოფნის პირობების გასაუმჯობესებლად, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით“, - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ.

მისი თქმით, 21-22 აგვისტოს, „ერთობლივი ძალისხმევის წყალობით“, შესაძლებელი გახდა საქართველოდან მოლდოვის ტერიტორიის გავლით უკრაინაში მოქალაქეების კიდევ ერთი დიდი ჯგუფის დაბრუნება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიშინიოვმა დროებით უარი თქვა რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელების გაშვებაზე.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებების ოფიციალურ წარმომადგენლებს, სატრანზიტო მარშრუტის ორგანიზებასა და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში გაწეული დახმარებისთვის“, - განაცხადა სიბიჰამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, უწყებამ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქეთა გადმოყვანა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ისინი გადასცეს უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, რომლებმაც უზრუნველყვეს უკრაინის მოქალაქეთა ბორტზე განთავსება და ჩარტერული რეისით მგზავრობისას მათი თანხლება.

შსს-ს თანახმად, უკრაინის 22 მოქალაქე კვლავ საზღვარზე რჩება.

"იმედს ვიტოვებთ, რომ საზღვარზე დარჩენილ პირებთან დაკავშირებით პროცესი აღარ გაჭიანურდება და ისინი დროულად, უახლოეს მომავალში შეძლებენ თავიანთ სამშობლოში დაბრუნებას", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ჰუმანიტარული კრიზისი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ივნისის მეორე ნახევარში მას შემდეგ დაიწყო, რას რუსეთიდან საქართველოს საზღვარზე დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. უკრაინულმა მხარემ საჯაროდ მოუწოდა რუსეთს, უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გაეგზავნა და არა საქართველოში.

„ეს წინადადება ძალაში რჩება. თუ რუსეთი გააგრძელებს მის იგნორირებას, ერთადერთი დასკვნა იქნება, რომ დეპორტირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილი რუსული ოპერაციაა. ამავდროულად, უკრაინა არასდროს მიატოვებს თავის ხალხს გასაჭირში და პრიორიტეტს ყოველთვის მიანიჭებს თავისი მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

"რუსეთის მიერ საქართველოს საზღვარზე იძულებით გადაყვანილი უკრაინელი მოქალაქეების დაბრუნების ოპერაციაში“ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები მონაწილეობდნენ", - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა იგორ კლიმენკომ.

„ტერორისტი სახელმწიფო კვლავ არღვევს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. უკრაინის მოქალაქეები, რომელთაგან ზოგი სასჯელს იხდიდა, ზოგი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, რუსებმა საქართველოს სასაზღვრო პუნქტში, ბუფერულ ზონაში გადაიყვანეს, დოკუმენტების, საარსებო საშუალებების, ადეკვატური საკვებისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე. სინამდვილეში, ისინი ბედის ანაბარა იყვნენ მიტოვებულნი“, - აღნიშნა მან.

„ჩვენ მოვიკვლევთ ბუფერულ ზონაში ჩვენი მოქალაქეების დაყოვნების ყველა დეტალს და რუსეთის მხრიდან უკრაინის მოქალაქეების პროვოკაციებისა და დამცირებისთვის გამოყენების უხეშ მცდელობებს. თითოეულ მათგანთან ჩატარდება ცალკე სამუშაო, მათ შორის იურიდიული, სამედიცინო და, რა თქმა უნდა, მიიღება უსაფრთხოების ზომები“, - თქვა მან.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 109 უკრაინელია გაყვანილი. უწყება „აგრძელებს მუშაობას იმ დარჩენილი მოქალაქეების დასაბრუნებლად, რომლებმაც უკრაინაში რეპატრიაციის სურვილი გამოთქვეს“.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არ შეუშვებდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევ უკრაინელებს, უკრაინულ მხარეს მან შესთავაზა მოქალაქეების ზღვით ან საჰაერო მარშრუტით გაყვანა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России