Добавить новость
World News



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ბოკერიას განცხადებით, ჩერგოლეიშვილის მსგავსად "ბოდიშის მოხდა მასაც უწევს" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" პასუხობს

"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო, ბოდიშს იხდის (მანამდე ბოდიში ჩერგოლეიშვილმაც მოიხადა) და აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილის "წინააღმდეგ უხამსი ცილისწამების საპასუხოდ ასეთი პასუხი ცალსახად დაუშვებელია“.

როგორც ბოკერია პარტიის მიერ გავრცელებულ წერილში ამბობს, სწორედ იმიტომ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი მათი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია, ბოდიშის მოხდა მასაც უწევს.

ამასთან, ის წერს, რომ "მეორე საკითხია ამ ინციდენტის გამოყენება ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული საჯარო ფიგურების მიერ" და მიიჩნევს, რომ მათ "ეს ინციდენტი ხელსაყრელ საბაბად ჩათვალეს".

"ნაციონალურ მოძრაობას უჭირს ნებისმიერი თანამშრომლობა, სადაც მათ პარტიას და მათ ლიდერს - პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს ცენტრალური ადგილი არ უკავია და სადაც ღიად აკრიტიკებენ მათი ლიდერის და სხვა ფიგურების უპასუხისმგებლო ნაბიჯებს თუ გამონათქვამებს. ამას თან ერთვის ამ პარტიის შიგნით არსებული ღრმა კრიზისი.

ფედერალისტები კი ყოველთვის აუცილებლად მივიჩნევდით და მივიჩნევთ, კრიტიკულად გამოვეხმაუროთ იმას, რაც ჩვენი აზრით, საპროტესტო მოძრაობას აზიანებს", - ნათქვამია ბოკერიას გამოხმაურებაში.

მისი განმარტებით, "ფედერალისტებს" საჭიროდ მიაჩნიათ თანამშრომლობა განსხვავებული შეხედულებებისა და ფასეულობების პოლიტიკურ ძალებს შორის.

"ასეთი ამოცანა იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დადგმული, ე.წ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ფარსის დელეგიტიმაცია. ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტი 13 სექტემბრის საპროტესტო აქცია და ამის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის გაფართოებაა, რაც ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებით უნდა დასრულდეს”, - ნათქვამია გიგა ბოკერიას გამოხმაურებაში, რომელიც პარტიამ გაავრცელა.

ამბავი მოჰყვა თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ერთ-ერთი მედიის (News.On.ge) ფეისბუკგვერდზე მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარებისათვის წყევლითა და უხამსი ლექსიკით პასუხს.

ჩერგოლეიშვილმა კომენტარებს დაურთო ადრესატების ფეისბუკგვერდების მთავარი ფოტოები, რომლებზეც ბავშვები იყვნენ გამოსახული.

პოლიტიკოსი ამ გამოხმაურებების გამო გააკრიტიკეს. მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა:

„ახსნის ნაცვლად ავდექი და მოკლეზე წავედი, პირდაპირ მათივე პროფილის ფოტოები მივუბრუნე უხეშ ილუსტრაციად იმისა, რისი თქმაც მინდოდა და ამისთვის ბოდიში“.

მოგვიანებით „რვიანის ფორმატის" ერთ-ერთი პარტიის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ მოუწოდა ფორმატის მონაწილე სხვა პარტიებს, რომ „ფედერალისტებს“ დაატოვებინონ „რვიანი“.

„ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო. მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში, ამ განცხადების ავტორის "რვიანთან" ურთიერთობის დასრულების შესახებ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

თამარ ჩერგოლეიშვილმა თინა ბოკუჩავას საჯარო განცხადებით უპასუხა და უთხრა, რომ ამ ფორმატში გაერთიანებული არიან ის პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

„ამიტომ გაუგებარია, თუ არჩევნებში არ შედიან, რვიანი როგორ უნდა დაშალონ... მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი - ერთი მხრივ, თიკა ბოკუჩავას რვიანში ყოფნა, ხოლო, მეორე მხრივ, [ლევან] ხაბეიშვილის ფლანგის გამუდმებული თავდასხმა რვიანზე, ისედაც შეუძლებელს ხდიდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მუშაობას...

ნუ არაფერს ვიტყვი იმაზე, რა უბადრუკად ცდილობენ ჩემი შეცდომის გამოყენებას, რომლის გამოც მოვიბოდიშე, მათი ყეყეჩი ლიდერებისგან განსხვავებით“, - დაწერა ჩერგოლეიშვილმა ფეისბუკში.

29 აგვისტოს პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მომხრე „რვიანის ფორმატის“ (რვა პარტიის) გარშემო არსებულ კითხვებს - რომლებიც პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარს მოჰყვა.

მან ფეისბუკზე დაწერა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი „ძალიან ცუდად მოიქცა“, თუმცა „რვიანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე“.

„რვიანი ვერ დაიშლება, იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე. იმედია ერთმანეთის ჯინაზე მაგას არ იზამენ. სხვა არაფერია რვიანი“, - დაწერა პოლიტიკოსმა.

ე.წ. რვიანში გაერთიანებული არიან ის პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში. ესენი არიან:

„თავისუფლების მოედანი“;„ევროპული საქართველო“;„ნაციონალური მოძრაობა“;„სტრატეგია აღმაშენებელი“;„ახალი“;„გირჩი - მეტი თავისუფლება“;„დროა“ და„ფედერალისტები“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России