Добавить новость
World News



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ტრამპი ავღანეთს „ცუდი რაღაცებით“ ემუქრება, თუკი ბაგრამი აშშ-ს არ დაუბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთს „ცუდი შედეგებით“ ემუქრება, თუკი ქვეყანა ქაბულის მახლობლად მდებარე ბაგრამის ავიაბაზას შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებს. თალიბანის მმართველობამ ამ წინადადებაზე მანამდე უკვე განაცხადეს უარი.
„თუ ავღანეთი არ დაუბრუნებს ბაგრამის ავიაბაზას მათ, ვინც ის ააშენა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება“, - დაწერა ტრამპმა 20 სექტემბერს პლატფორმაზე Truth.
თეთრ სახლში ჟურნალისტების შეკითხვაზე, განიხილავდა თუ არა სამხედროების გაგზავნას ობიექტის ხელახლა დასაკავებლად, ტრამპმა მოკლედ უპასუხა: „ამაზე არ ვილაპარაკებთ“.

მან ასევე აღნიშნა: „ამჟამად ვესაუბრებით ავღანეთს და გვინდა, რომ [ბაზა] დაგვიბრუნონ სწრაფად, დაუყოვნებლივ. და თუ ამას არ გააკეთებენ, გაიგებთ, რას ვაპირებ“.
ტრამპის განცხადებები მოჰყვა მის 18 სექტემბრის გამოსვლას, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს ბაგრამის დაბრუნებას ავღანეთის თალიბანი მმართველებისგან.
მისი თქმით, ავიაბაზის მნიშვნელობა განპირობებულია როგორც თალიბანის მხრიდან აშშ-ის დახმარების საჭიროებით, ისე მისი მდებარეობით ჩინეთის ბირთვულ ობიექტებთან ახლოს.
„ვცდილობთ მის დაბრუნებას, რადგან მათ ჩვენგან რაღაცები სჭირდებათ“, - განაცხადა ტრამპმა ლონდონში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კეირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, „მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ბაზა გვჭირდება, არის ის, რომ ის ერთი საათის სავალზეა იმ ადგილთან, სადაც ჩინეთი ბირთვულ იარაღს აწარმოებს. ასე რომ ბევრი რამ ხდება“, - დასძინა მან.
თალიბანის მმართველობა, რომელიც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის, სიღარიბე, ბუნებრივი კატასტროფები, შიდა არეულობა და ტერორისტული თავდასხმები, ცდილობს ურთიერთობების გაუმჯობესებას საერთაშორისო საზოგადოებასთან. თუმცა, ამ დრომდე მხოლოდ რუსეთმა დაამყარა ქაბულთან დიპლომატიური ურთიერთობა. დასავლეთის ქვეყნები კი აცხადებენ, რომ ავღანეთმა ჯერ უნდა გააუმჯობესოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების მიმართ.
The Wall Street Journal-ის ცნობით, 19 სექტემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თალიბანთან მოლაპარაკებებს მართავდნენ ბაგრამის საკითხზე. გამოცემის თანახმად, საუბარი შეეხებოდა იმას, რომ აშშ-ის სამხედროებს ჰქონოდათ ბაზის გამოყენების შესაძლებლობა, როგორც „გაშვების წერტილი“ ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის.
ექსპერტების განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ თალიბანის ლიდერები თანახმანი იქნებიან აშშ-ის სამხედრო ყოფნაზე ბაგრამში, ბაზა საჭიროებს სერიოზულ დაცვას, რადგან ის შესაძლოა კვლავ გახდეს „ალ-ყაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების სამიზნე.
ბაგრამის ავიაბაზა, რომელიც ქაბულიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს, 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირმა ააშენა, ხოლო მოგვიანებით ის გააფართოვა და განაახლა შეერთებულმა შტატებმა. ეს იყო ამერიკის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა ავღანეთში და 20-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში ცენტრალური სარდლობის ფუნქციას ასრულებდა.
ბაზა 2021 წლის ივლისში გადაეცა ავღანეთის წინა ხელისუფლებას - რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე აშშ-ის ჯარები დატოვებდნენ ქვეყანას და თალიბანი საბოლოოდ ჩაიგდებდა ძალაუფლებას ხელში.
მას შემდეგ ვაშინგტონი ავღანეთთან მხოლოდ მინიმალურ კავშირს ინარჩუნებს, ძირითადად მძევლების საკითხზე მოლაპარაკებების ფარგლებში.
ავღანეთი კვლავ იზოლირებულია საერთაშორისო ასპარეზზე და მისი ეკონომიკა სერიოზულ სირთულეებს განიცდის უცხოური დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვაში.
თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარყვეს ტრამპის მინიშნება, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა კვლავ დაიბრუნოს ბაგრამი, თუმცა განაცხადეს, რომ მზად არიან დიალოგისთვის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
„იმ პირობებში, როცა აშშ-ს ავღანეთში სამხედროები აღარ ჰყავს, ორივე მხარემ უნდა განიხილოს თანამშრომლობა და შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე“, - განაცხადა თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზაკირ ჯალალიმ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России