Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

პატიმარმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ციხიდან მიმართეს ALDE-ს

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) ყრილობაზე, ბრიუსელში, 25 ოქტომბერს, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელენე ხოშტარიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის აუდიო გზავნილები მოისმინეს.
ეს გზავნილები ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საპატიმროში, სპეციალურად ყრილობაზე წარსადგენად ჩაწერეს:
„მოგმართავთ საპატიმროდან, თუმცა თავს პატიმრად არ ვგრძნობ, რადგან თავისუფლება არჩევანია. თავისუფლება ჩემი და ქართველი ხალხის არჩევანია, მიუხედავად ყველაფრისა“, - ასე დაიწყო თავისი მიმართვა ელენე ხოშტარიამ და მოუწოდა ევროპულ საზოგადოებას, ხმა აიმაღლონ საერთო, ევროპული ღირებულებების დასაცავად:
„მე არ გთხოვთ, ააშენოთ ქართული დემოკრატია, მე გთხოვთ, ერთად შევებრძოლოთ ავტოკრატებსა და ოლიგარქებს, ჩვენს საერთო საფრთხეს. მე არ გთხოვთ, ააშენოთ ჩვენი ეკონომიკა, მე გთხოვთ, ერთად ავაშენოთ ევროპა, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი. მე არ გთხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ, მე გთხოვთ, იბრძოლოთ ჩვენთან ერთად, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ბრძოლას.
დროა, ევროპამ იმოქმედოს, გარემოებებზე რეაგირებით კი არა, იმოქმედოს სტრატეგიულად. ციტატას მოვიყვან - “იმოქმედეთ, სანამ გვიანი არ არის” - ეს სიტყვები ეკუთვნის პოლიტპატიმარს, თავისუფლებისათვის მებრძოლს, ჩვენი ბრძოლის სიმბოლოს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. და მე მსურს, ეს სიტყვები მთელს ევროპას მივაწვდინო, თქვენი, როგორც ჩემი ძვირფასი ევროპული ოჯახის, მეშვეობით“, - ამ სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიამ ALDE-ს კონგრესს.
ზურა ჯაფარიძემ ALDE-ს წევრებისთვის ჩაწერილ ხმოვან გზავნილში ამბობს, რომ ციხის კედლებს მიღმა „საოცარი რამ ხდება“ და პროტესტმა, რომელიც ერთი წელია გრძელდება, „თავისუფლების ენა“ შექმნა:
„...ენა, რომელსაც ვერანაირი პროპაგანდა ვერ ჩაახშობს. ის, რაც დაიწყო როგორც პროტესტი, გადაიქცა სინდისის მოძრაობად.
რეჟიმს შეუძლია დააპატიმროს ჩვენი სხეულები, მაგრამ ვერასდროს დააპატიმრებს ქართველი ხალხის ნებას. რეპრესიამ უფრო შეუქცევადი გახადა ჩვენი ევროპული არჩევანი.
ეს ბრძოლა აღარ არის მხოლოდ საქართველოს ბრძოლა - ეს არის თავად ევროპის დემოკრატიისთვის ბრძოლა. საქართველო დღეს წინა ხაზზე დგას ავტორიტარიზმისა და ევროპული დემოკრატიის პრინციპებს შორის ბრძოლაში. თუ თავისუფლება აქ დამარცხდება, შედეგები ჩვენს საზღვრებს გასცდება“.
ALDE-ს ყრილობის წევრებს, საპატიმროდან მიმართა გიორგი ვაშაძემაც. თავის აუდიო-მიმართვაში ამბობს, რომ ის, რაც წლების წინ პოლიტიკური ზეწოლის ცალკეული შემთხვევებით დაიწყო, სრულმასშტაბიან რეპრესიად გადაიქცა:
„დღეს 100-ზე მეტი ადამიანი უსამართლოდ, პოლიტიკური ბრალდებით არის დაკავებული და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ჟურნალისტები, მასწავლებლები, ექიმები, მომღერლები, სტუდენტები, პოლიტიკოსები, ქალები და კაცები - ყველანი “ქართული ოცნების“ რეჟიმის მძევლები არიან.
იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების აკრძალვას და მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზებას... აი, ასე იზრდება ავტორიტარიზმი, ჩუმად, ნელ-ნელა, სანამ ერთ დღეს დემოკრატია უბრალოდ არ გაქრება.
ამიტომ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს ლიბერალ და დემოკრატ მეგობრებს, არ გაიწიოთ ამ ბრძოლიდან და დაგვიდექით გვერდით, რადგან ჩვენ ვიცავთ იმ ფასეულობებს, რომლებიც ყველას გვაერთიანებს“.
25 ოქტომბერს, ALDE-ს სხდომაზე, დიდ ეკრანზე აჩვენეს ოპოზიცონერი პოლიტიკოსების დაკავების კადრებიც და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.
დღესდღეობით, საპატიმროში რჩება პოლიტიკური გაერთიანების, “კოალიცია ცვლილებისთვის” 4 ლიდერი: ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია.

პირველი სამი - “ქართული ოცნების” დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისიის”] სხდომაზე არმისვლისთვის დააკავეს, ხოლო ელენე ხოშტარია - კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის. მან უარი განაცხადა გირაოს თანხის გადახდაზე.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ისიც, "ქართული ოცნების" პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ცნო სასამართლომ დამნაშავედ და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России