Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ნინო წილოსანს სასამართლომ სარჩელი დაუკმაყოფილა - ლევან ღამბაშიძე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სარჩელი ფილოსოფოსის, მასწავლებლის, ლევან ღამბაშიძის წინააღმდეგ.

ნინო წილოსანმა ლევან ღამბაშიძეს სასამართლოში "ცრუ ბრალდებისთვის" უჩივლა, ის გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და 10 ათას ლარს მოითხოვდა.

საქმე ეხება თებერვალში ლევან ღამბაშიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც წერდა: „ასე ვიცოდი, რომ მისმა ოჯახმა 65 მილიონი მოიპარა რაღაც ვაგონმშენებლისაგან“.

ნინო წილოსანმა ლევან ღამბაშიძეს მაშინვე საპასუხო პოსტით მოუწოდა დაწერილის უარყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში, "შეხვდებოდნენ სასამართლოში".

29 ოქტომბერს სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე ნინო წილოსანმა დაწერა, რომ "ამით კიდევ ერთხელ განმტკიცდა იმედი, რომ არც ერთი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება უპასუხოდ არ დარჩება".

"რაც შეეხება მორალური ზიანის ნაწილში მისთვის დაკისრებულ თანხას, მოხარული ვიქნები, ჩემს სხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად აღნიშნული თანხა მათ გადავცე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. იქნებ ამ მორალურად სწორმა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაანახოს ლევანს, რომ მისი ძალისხმევა უფრო კეთილშობილურ და სწორ მიზნებს მოახმაროს“, – დაწერა წილოსანმა.

წილოსანს ასევე სოციალურ ქსელში უპასუხა ლევან ღამბაშიძემ და აღნიშნა, რომ "ტყუილია რომ სასამართლომ დაადასტურა რომ მე ვიცრუე. სასამართლომ თუ რამე დაადასტურა, არის ის, რომ სასამართლო ქართული ოცნებისაგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს".

მისი სიტყვებით, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს "ყველგან სადაც საჭიროა".

"იმედი განმიმტკიცდაო დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება რომ უპასუხოდ არ დარჩება ამ ქვეყანაში, ეგ იმ ხალხს უმტკიცეთ, უცხოეთის აგენტებსა და დახელფასებულებს რომ უძახის თქვენი რეჟიმის ყველა წევრი ყოველ დღე.

კეთილშობილურ მიზნებსა და მორალურ ქმედებებს რაც შეეხება, გთხოვთ ამიხსენით, ძალაუფლების მქონე მილიონერი რომ მასწავლებელს ართმევს ფულს და კეთილ საქმეს მოახმარს, ეგ რანაირად არის მორალური ქმედება? ეგ სწორი იქნებოდა ბავშვობაში “იდუჰ ნიბორ”-ი რომ წაგვეკითხა. მე კი მჯერა რომ საქართველოში მორალის უფრო სხვა, სწორი გაგებაა გავრცელებული.

და ყველაზე მეტად თანხა ვისაც სჭირდება, მათზე პირადად ჩემგან ამოღებული ფულით კი არ უნდა იზრუნოთ, თქვენივე მტკიცებით თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ეგ და მთელი ქვეყნის ბიუჯეტი გაქვთ ამისთვის ჩაბარებული. თუმცა აგერ თქვენივე პროკურატურას თუ დავუჯერებთ, კარგად ვხედავთ როგორაც ეპყრობა რეჟიმზე მომუშავე მსხვილ და წვრილფეხობა ქვეყნის ბიუჯეტს.

მეტს აღარაფერს ვიტყვი. ხალხი წლობითაა ციხეში გამოკეტილი და ეს შემთხვევა ორი საათითაც არ იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას", - დაწერა ლევან ღამბაშიძემ.

რას ედავებოდა ბადრი წილოსანს გამოძიება65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი, საქმეში ბრალდებულ კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად, 2024 წელს სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.

ბადრი წილოსანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2013 წელს აღიძრა. გამოძიების ვერსიით, ვაგონშემკეთებელი ქარხნის დამფუძნებელმა ბადრი წილოსანმა თანამოაზრეებთან ერთად მიითვისა სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი მილიონობით ლარი. რის გამოც წილოსანი დააკავეს.

მაშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებაზე დაყრდნობით წერდა, რომ „საქართველოს რკინიგზასა“ და „ვაგონმშენებელ კომპანიას“ შორის ვაგონების გარემონტების მიზნით 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 000 აშშ დოლარი დააფიქსირა, თუმცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 000 ლარი იყო. ამ ქმედებით დაკავებულებმა შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიაყენეს 65 მილიონი ლარის ზიანი“.

პირველი ინსტანციის სასამართლომ 2023 წელს ბადრი წილოსანი 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გაამართლა. პროკურატურამ გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი 2024 წლის 4 სექტემბერს უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი.

საქმეში ბადრი წილოსანის გარდა, ბრალდებული იყვნენ ვლადიმერ აბულაძე (ნინო წილოსანის ყოფილი ქმარი), მამუკა დოლიძე, ირაკლი ეზუგბაია, დავით ჯინჯოლია, აბელ გიორგობიანი, დავით გელაშვილი და გიორგი ჟღენტი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России