Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

მინეაპოლისში ფედერალური ძალების მიერ მოქალაქის მოკვლა დაძაბულობას აღრმავებს ფედერალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა 25 იანვარს დაიცვეს მინეაპოლისში აშშ-ის მოქალაქის მკვლელობა საიმიგრაციო სამსახურის წევრების მხრიდან, იმ ფონზე, როცა, ბევრის აზრით, გავრცელებული ვიდეოჩანაწერები მათ ვერსიას ეწინააღმდეგება. მატულობს დაძაბულობა ადგილობრივ სამართალდამცავებსა და ფედერალურ ოფიცრებს შორის.

ქალაქის მოსახლეობა ყინვაში და თოვლში მივიდა ყვავილებისგან და სანთლებისგან სპონტანურად აგებულ მემორიალთან, რათა გაეპროტესტებინათ ალექს პრეტის მკვლელობა. პრეტი მეორე ადამიანია, რომელიც ფედერალურმა ძალებმა მიმდინარე თვეში მინეაპოლისში მოკლეს. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პრეტი თავს დაესხა ოფიცრებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით იმოქმედეს.

ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში სასაზღვრო პატრულის ხელმძღვანელმა, გრეგორი ბოვინომ ვერ შეძლო მტკიცებულების მოტანა იმის თაობაზე, რომ პრეტი ხელს უშლიდა სამართალდამცავთა ოპერაციას - ამის ნაცვლად, იგი კონცენტრირდა იმ გარემოებაზე, რომ პრეტის, რომელიც ექიმის თანაშემწედ მუშაობდა, იარაღი ჰქონდა თან. პრეტის ლიცენზია ჰქონდა მიღებული იარაღის ტარებაზე.

"მსხვერპლები სასაზღვრო პატრულის აგენტები არიან" - თქვა ბოვინომ და დასძინა - "სამართალდამცავები არავის ესხმიან თავს".

ბოვინომ და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა, კრისტი ნოემმა პრეტი დაადანაშაულეს ოფიცრებზე თავდასხმაში, მათთვის ხელის შეშლაში და არეულობის მოწყობაში.

"ვიცით, რომ იგი ადგილზე მივიდა და ხელი შეუშალა სამართალდამცავთა ოპერაციას, რაც ფედერალური კანონდარღვევაა" - უთხრა ნოემმა Fox News-ს. "ეს დანაშაულია. როცა მან ეს გააკეთა, იმ აგენტებთან შევიდა ინტერაქციაში, როცა ისინი შეეცადნენ მის გაუვნებელყოფას, იგი აგრესიული გახდა და მათ წინააღმდეგობა გაუწია" - დასძინა მან.

ამ ოფიციალურმა ვერსიამ - რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამკვიდრებენ - აღშფოთება გამოიწვია ადგილობრივ სამართალდამცავებში, მინეაპოლისის მოსახლეობის დიდ ნაწილში და დემოკრატ კანონმდებლებში - რადგან თვითმხილველთა მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერები, როგორც ჩანს, განსხვავებულ სურათს აჩვენებს.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ შეისწავლა ადგილზე გადაღებული მასალა, რომელზეც ჩანს, რომ 37 წლის პრეტის ხელში ტელეფონი უჭირავს და არა იარაღი და ცდილობს დაეხმაროს დემონსტრანტებს, რომლებსაც საემიგრაციო სამსახურის აგენტები მიწაზე აგდებენ.

ჩანაწერის დასაწყისში ჩანს, რომ პრეტი ტელეფონით იღებს ფედერალური აგენტის მიერ ერთი ქალის გვერდით გაწევის და მეორე ქალის მიწაზე დაგდების სცენას. პრეტი აგენტსა და ქალებს შორის დგება და შემდეგ ზემოთ წევს ხელს, ცდილობს თავი დაიცვას როცა აგენტი მას წიწაკის სპრეის მიასხურებს.

რამდენიმე აგენტი გააკავებს პრეტის, რომელიც მათთან ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშია, და აიძულებენ მუხლებს და ხელებს დაეყრდნოს. როცა აგენტები პრეტის მიწაზე დააწვენენ, ისმის ვიღაცის ხმა, რომელიც, როგორც ჩანს, გამოდის გაფრთხილებით ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ.

როგორც შემდეგ ჩანს, ერთ-ერთი აგენტი პრეტისგან იარაღს იღებს და ამ იარაღით გადის შეხლა-შემოხლის ადგილიდან.

რამდენიმე წამში ერთ-ერთი აგენტი პრეტის ზურგს იარაღს უმიზნებს და ოთხჯერ, სწრაფად გაისვრის. ამ დროს კიდევ ისმის რამდენიმე გასროლა - როგორც ჩანს, პრეტის სხვა აგენტიც ესვრის.

"ეს ვიდეოები ყველაფერზე მეტყველებს ამბობს" - უთხრა მინეაპოლისის პოლიციის შეფმა, ბრაიან ო'ჰარამ ტელეკომპანია CBS-ს და დასძინა, რომ მოვლენათა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ვერსია "ღრმად შემაშფოთებელია". ო'ჰარას თქმით, მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ ნახა, რომ პრეტი იარაღის იქნევდა.

ქალაქში დაძაბულობა ისედაც მაღალი იყო მას მერე, რაც ფედერალურმა აგენტმა 7 იანვარს გასროლით მოკლა აშშ-ის მოქალაქე ქალი, რენე გუდი. ტრამპის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქალი აგენტზე მანქანით შეჯახებას ცდულობდა, მაგრამ თვითმხილველები და ვიდეოჩანაწერების მაყურებლები აცხადებენ, რომ რენე გუდი ცდილობდა მანქანით გასცდენოდა ადგილს.

ფედერალური ხელისუფლება ადგილობრივ სამართალდამცველებს არ აძლევს უფლებას ჩაერთონ ინციდენტის გამოძიებაში.

გუდის და პრეტის მკვლელობებმა მასშტაბური დემონსტრაციები გამოიწვია ამ, დემოკრატთა მიერ მართულ ქალაქში.

ტრამპი აცხადებს, რომ ფედერალური სამსახურის მხრიდან ოპერაციები აუცილებელია დანაშაულის შესამცირებლად და იმიგრაციის კანონების დასაცავად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России