საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს "ათონელის სასახლეში" ესტუმრა
![საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს](https://gdb.rferl.org/8EA4D624-7F35-4673-B518-EB391D6CDEB4_w800_h450.jpg)
დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.” პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები და ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და მომავალ საერთაშორისო ვიზიტებზე.