სტიქიის ზონა დაბა აბასთუმანში – ბოლო ცნობები საგანგებო შტაბიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში, აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი დაბა აბასთუმანში ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს. Читать дальше...