ჩეხეთის სასამართლომ გადაწყვიტა სომხეთს გადაეცეს ექსპრეზიდენტ სარგსიანის ძმისშვილი
"დაკავების მომენტში მან წარმოადგინა გვატემალის მოქალაქის ყალბი პასპორტი, რომელიც ფრანკლინ გონსალესის სახელზე იყო გაცემული" - აცხადებდა პრაღის პოლიციის პრესსამსახური სარგსიანის დაკავების შემდეგ.
სომხეთმა ნარეკ სარგსიანის საერთაშორისო მასშტაბით ძებნა 2018 წლის ზაფხულში გამოაცხადა. მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე, მათ შორის იარაღის, საბრძოლო საშუალებების და ნარკოტიკების ფლობაზე. მას ასევე ედავებიან მხატვარ მარტიროს სარიანის შთამომავლებისგან 280 ათას დოლარამდე ღირებულების ნამუშევრების მოტყუებით წაღებას და ადამიანის გატაცებას და ცემას.