თბილისში კორონავირუსის 201 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევიდან 201 თბილისზე მოდის. ქვეყანაში სულ 27 187 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 1,97 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
თბილისი - 201,
აჭარა - 28,
იმერეთი - 101,
ქვემო ქართლი - 36,
შიდა ქართლი - 40,
გურია - 32,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 42,
კახეთი - 36,
მცხეთა-მთიანეთი - 10,
სამცხე-ჯავახეთი - 6,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 7 პაციენტი. ამავე პერიოდში 757-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 265 200 შემთხვევა. მათგან 257 441 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3343 ადამიანი.