დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან, დაკავებულია 2 აქტივისტი
![დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან, დაკავებულია 2 აქტივისტი](https://gdb.rferl.org/66895AE9-6979-4F5E-9CBB-903A6341A491_cx0_cy8_cw0_w800_h450.jpg)
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცავებმა 2 აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. მათი აქცია უმრავლესობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ ისინი შენობიდან გამოსულ უმრავლესობის დეპუტატებს სტვენით და შეძახილებით-„მონა“ დახვდნენ.
მედიის თანახმად, სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებასაც.