დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს
![დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს](https://gdb.rferl.org/7BF1DBDA-FFE6-468F-A481-E42342F2DFF1_w800_h450.jpg)
დღეიდან, 27 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც მუშაობს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 24 თებერვალს მიიღო.
რაც შეეხება მგზავრებისათვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალულია გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 8 თებერვლიდან აღდგა, გამონაკლისი იყო ბათუმი, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნა.