Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა, რომ დიალოგი გაგრძელდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 მარტს

საწყისი წერტილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიდი ხნის განმავლობაში განუხორციელებელი შეხვედრის მედიატორი აღმოჩნდა. მოლაპარაკებები პრეზიდენტის სასახლეში გვიან ღამით დასრულდა.

მხარეებმა მომავლისთვის განსახილველი საკითხების ჩარჩო ჩამოაყალიბეს, რომელიც 6 პუნქტისგან შედგება. მათ შორისაა ნიკა მელიას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ასევე რიგგარეშე არჩევნები. ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც დიალოგზე ხელისუფლება მუდმივად უარს ამბობდა. ექვსეულში ასევე მოხვდა საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების საკითხი, მართლმსაჯულების რეფორმა და ძალაუფლების გადანაწილების თემა.

შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის სწრაფი გადაჭრისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„დღეს, ვამაყობ, რომ კარგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორი მიმართულებით. არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყდა. არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს რთული საკითხები. როცა დავუსვი მკაფიო კითხვა ყველა მონაწილეს, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისთვის, იმისთვის, რომ ერთად მოიძებნოს გამოსავალი, პასუხი იყო მკაფიოდ - კი. ეს იყო კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ განვაგრძობთ დადებითი ძალისხმევის მხარდაჭერას“, - განაცხადა მიშელმა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების გარშემო პროგრესს 2 კვირაში, ბრიუსელში საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ დიალოგი გაგრძელდება. ის ამ შეხვედრაზე ხელისუფლებიდან ერთადერთი წარმომადგენელი იყო.

„მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე. მინდა, გითხრათ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად – ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესს,“ - თქვა ღარიბაშვილმა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დავით ბაქრაძე: შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე

სამადაშვილის თქმით, არსებობს ორი მთავარი თემა - პოლიტპატიმრები და რიგგარეშე არჩევნები

 

 

როდის იქნება ვაქცინა?

ჯანდაცვის სამინისტრო მოელის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა საქართველოში მარტის ბოლოს შემოვა. რადიო თავისუფლებას ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უთხრა. მისივე სიტყვებით პირველი ვაქცინა „ასტრაზენეკა“ იქნება.

ოფიციალური ინფორმაციით საქართველო ვაქცინის შემოსვლას თებერვალში „კოვაქსის“ პლატფორმიდან ელოდა. გუშინ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმადაც, „კოვაქსის“ ცნობით, თებერვალში ვაქცინა მხოლოდ იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ამას მალევე მოჰყვა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებაც. მისი თქმით ჯანდაცვის სამინისტრომ „კოვაქსს“ უკვე მიმართა და ამ განცხადების განმარტება მოსთხოვა. ტიკარაძემ დაამატა, რომ შესაძლოა საქართველომ „რეპუტაციული რისკების გამო“ „კოვაქსის“ პლატფორმას უჩივლოს.

კიდევ რა არის ცნობილი ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, - წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიასთან.

 

 

ოპოზიცია პარლამენტთან პიკეტირებას გამართავს

2 მარტს ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება გასულ პარასკევს გამართულ აქციაზე მიიღეს, რომელიც ნიკა მელიას მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა.

გუშინ პრეზიდენტის სასახლიდან გამოსულმა ოპოზიციამ თქვა, რომ პიკეტირებისა და პროტესტის გეგმები ისევ უცვლელი რჩება. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გუგა ბოკერიამ ჟურნალისტებს უთხრა: „მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გარეშე ჩვეულებრივი ნაწილია დემოკრატიული პროცესის. ამიტომ არაფერი არ შეცვლილა ამ კუთხით. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიან პიკეტირებას“.

ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებასაც გეგმავს, თუმცა ის 5 მარტისთვისაა დაგეგმილი.

 

 

შაქარაშვილის საქმეზე განაჩენს სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებენ

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე სავარაუდოდ განაჩენს გამოაცხადებს.

გუშინ დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მკვლელობის საქმეს სულ 5 ბრალდებული ჰყავს. შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, სასამართლო უკვე დარწმუნდა, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა, რაშიც სასამართლო დაცვის მხარემ დაარწმუნა. პროკურორმა თქვა, რომ დაცვის მხარის სიტყვა „ჰაერში გასროლილი“ იყო.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს გუშინ უთხრა, რომ ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები პასუხს ვერ სცემს კითხვას, თუ ვინ მოკლა 19 წლის ფეხბურთელი.

„სასამართლოს მივუთითებთ, რომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც გამამართლებელი განაჩენია. იმის ფონზე, როცა ბრალდების მხარეს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება რაიმე სახით წარმოვიდგინოთ, რომ ამ საქმეზე შეიძლება სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს",- თქვა ადვოკატმა.

 

 

ფაშინიანი ვადამდელი არჩევნების და საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით გამოვიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე ერევანში მის გადადგომას მოითხოვს ოპოზიცია, გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს რეფერენდუმი ქვეყანაში მმართველობის ფორმის შეცვლის შესახებ. ფაშინიანმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების სომხური რედაქცია.

ფაშინიანი გამოვიდა თავისი მომხრეების მიტინგზე ერევნის ცენტრში, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მან თქვა, რომ ის გამოდის მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ ოქტომბერში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, რათა ქვეყანა მართვის საპარლამენტოდან, ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს.

წაიკითხე მეტი.

 

 

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციის საქმეში

საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქრთამის მიცემის და გავლენის გამოყენების ბრალდებით. პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილება გულისხმობს ერთწლიან პატიმრობას და ორი წლით პირობით სასჯელს.

პენსიაში მყოფ 66 წლის პოლიტიკოსს, რომელიც უარყოფს ყოველგვარ დარღვევას, ახლა ათი დღე აქვს განაჩენის გასაჩივრებისთვის.

პროკურატურამ მოახერხა დაერწმუნებინა სასამართლო, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეეცადა მოესყიდა სამოქალაქო მოსამართლე, ჟილბერ აზიბერი და მას მონაკოში პრესტიჟული სამუშაო შესთავაზა თავისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ.

წაიკითხე მეტი.

 

 

მწვავე შეფასებების ქრონიკა ამერიკიდან და ევროპიდან - მეორე ტალღა | განახლებადი

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმს და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას მყისიერი მწვავე განცხადებები მოჰყვა ამერიკისა და ევროპის დედაქალაქებიდან. აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ მელიას დაკავებას “წარმოუდგენლად ჩლუნგი” სვლა უწოდა; მომხდარმა შეაძრწუნა საქართველოში აშშ-ის საელჩო, შოკი მოჰგვარა ბრიტანეთის ელჩს, საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური გზიდან უკუსვლაზე, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აალაპარაკა ევროპარლამენტარები. კრიტიკის მეორე ტალღა გაცილებით ძლიერი და მასშტაბურია, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც წერილებსა და განცხადებებს დასავლეთიდან საბოლოოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი, საარჩევნო სისტემაზე 8 მარტის შეთანხმება და პოლიტიკური ლიდერების ციხიდან გათავისუფლება მოჰყვა.

1 მარტს, საღამოს 8 საათზე, საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით, ოპოზიციასა და ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ორბელიანების სასახლეში. რა მოჰყვება შედეგად მელიას დაჭერას, მასზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების რეაგირებას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივას?

რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა ძირითად განცხადებებს, მთავარი მესიჯებს და “ოცნების” პასუხებს.

 

 

 

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გუშინ, დღეს, ხვალ. ადამიანების მიერ გაკვალული ბილიკები ქალაქის შუაგულში, ივანიშვილის წინასაარჩევნო საჩუქარი და პროექტი, რომელსაც თბილისის მერია მოსახლეობას სთავაზობს - რა სურს ხალხს?

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Димитровграде проводят чемпионат России по парусному спорту в классе «микро»



Здоровье

6 необычных фактов о том, как кишечник влияет на всё тело




Українські новини

Робота водієм у Таксі 571 (Київ)



Новости 24 часа

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 240,5 тыс. детей в Московской области получают единое пособие



Game News

Dustborn let me smash fascists and flirt with my situationship on a road trip across America



Москва

Депутат Лантратова предложила платить учителям за работу на ЕГЭ 500 рублей в час



News Every Day

Who could England get next in Euro 2024 knockout stage after going through to last-16?



Авто

С начала года в Подмосковье ликвидировали 10 незаконных примыканий к региональным трассам



Москва

Чему научились участники Всероссийского проекта «Языковая Арт-резиденция» в Республике Башкортостан, расскажут в Национальной библиотеке имени Ахмет-Заки Валиди



Виктор Цой

...Есть чем платить, но я не хочу победы любой ценой. Памятник Виктору Цою в Санкт-Петербурге



Москва

Академик РАН Солнцев получил условный срок по делу о мошенничестве



Уимблдон

Зарина Дияс сотворила громкую сенсацию на Уимблдоне-2024



Москва

Аромат романса и романтика слова – звезды оперной сцены представили I Международный фестиваль «Мир классического романса»



Елена Волкова

Состоялась церемония вручения премии Men Today Trends



Симферополь

В Симферополе пройдут антитеррористические учения



Москва

Инновации в логистике: какие технологии изменят логистику в России в ближайшем будущем



Москва

Собянин рассказал об интеграции Мневниковской поймы в городскую транспортную сеть



Москва

Аромат романса и романтика слова – звезды оперной сцены представили I Международный фестиваль «Мир классического романса»



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

 Центре социальной интеграции Дианы Гурцкая состоялась защита проектов по программе "Действуй без барьеров!" — 2024

Как выбрать лучший строительный субподряд

Преимущества карты строек жилых и промышленных объектов в России

Состоялась церемония вручения премии Men Today Trends


Москва

Ямочный ремонт асфальта услуги в СПб






Rss.plus

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 240,5 тыс. детей в Московской области получают единое пособие

"СВЯТОЙ ЛЕНИН", ПРАВИТЕЛЬСТВА И ЗАКОНОДАТЕЛИ МОГУТ ЗАКРЫТЬ ФЕРМЫ ВЕЗДЕ!

Вебкам-студия MONTANA в Санкт-Петербурге

Состоялась церемония вручения премии Men Today Trends

Moscow.media
Москва

Собянин: В Москве начали работу первые центры ментального здоровья



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Земфира

Стала известна примерная стоимость квартиры Земфиры* в центре Москвы




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Вратарь «Композита» об игре на Сахалине в 4 утра по Москве: «Как выползли из самолета – поняли, что нас ждет. Из аэропорта – сразу на стадион, когда горели 0:3, осознал – сил нет. Хорошо, никто не уснул, ха-ха»

Контрольный матч. "Спартак" обыграл "Торпедо".

Курсанты Пермского военного института Росгвардии приняли участие в межведомственной олимпиаде по дрессировке служебных собак


Уимблдон

Россиянка Эрика Андреева вышла в финал квалификации Уимблдона



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: что делать, если вас ужалила медуза



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России