საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა
![საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა](https://gdb.rferl.org/82f57a21-f5f0-494a-b27e-c658f4723041_w800_h450.jpg)
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად დაარეგისტრირა იოსებ ტყემალაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად.
გუშინ გავრცელდა რეესტრის განცხადება, რომელიც ადასტურებდა, რომ 10 მარტს გამართულ ყრილობაზე კავშირის პრეზიდენტი და გამგეობა კანონიერად აირჩიეს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების დარეგისტრირებაზე რაგბის კავშირს მაინც უარი ეთქვა, რადგან წესდება დაირღვევა. ახლა უკვე ცნობილია, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მორაგბეები ახალ პრეზიდენტთან ერთად იზრუნებენ.
საქართველოს რაგბის კავშირის ბოლო ყრილობაზე გამართულ არჩევნებზე იოსებ ტყემალაძის კანდიდატურას ხმის უფლების მქონე ოცდახუთმა სუბიექტმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა ორმოცდაორი ხმა მიიღო და კავშირს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში უნდა უხელმძღვანელოს, თუმცა სავარაუდოდ, წინ კიდევ ბევრი წინაღობა ელის.
მორაგბეთა საკმაოდ დიდი ნაწილი კავშირის კანონიერ პრეზიდენტად ვეტერან მორაგბეს - ირაკლი აბუსერიძეს მიიჩნევს. ისინი ახალ ტყემალაძეს უნდობლობას უცხადებენ და თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას აგრძელებენ.