სპორტული მიმოხილვა: ტრადიციებზე ფიქრით...
![სპორტული მიმოხილვა: ტრადიციებზე ფიქრით...](https://gdb.rferl.org/1183538f-0ac6-4939-86fe-c4864f439007_cx0_cy6_cw0_w800_h450.jpg)
ესპანეთში, მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე; ფინეთში ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებებზე საუბრობენ: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი გია გიორგაძე და ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე;
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გურამ საღარაძე გამოთქვამს უკმაყოფილებას თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლაზე ოსლოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მხოლოდ 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შესძლეს;
შაბათს 9 ოქტომბერს ბათუმში საქართველოსა და საბერძნეთის ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების მატჩია, რომლის სრულყოფილად ჩასატარებლად ემზადებიან: ქალაქი, სტადიონი, მედიცინის მუშაკები, გულშემატკივრები - ბათუმიდან გადმოგვცემს ჩვენი მიმომხილველი გია ცანავა.