უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ სამმა გემმა დატოვა
1 ნოემბერს უკრაინის პორტები კიდევ სამმა გემმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების ფარგლებში. ამის შესახებ განაცხადა საკოორდინაციო ცენტრმა, რომელსაც გაერო ხელმძღვანელობს. ეს ამ შეთანხმებით უკრაინიდან მარცვლეულის გემებით ტრანსპორტირების მეორე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა.
გაეროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გემების მოძრაობა შეთანხმებულია უკრაინის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციებს შორის ცენტრში, რომელსაც სტამბოლში უდევს ბინა და რომ ამის შესახებ ეუწყა რუსეთის დელეგაციას.
გაეროს თანახმად, მარცვლეულის ექსპორტის საკითხში გაეროს კოორდინატორი ამირ აბდულა თათბირს განაგრძობს სამივე ქვეყნის წარმომადგენლებთან, რათა სრულად აღდგეს მონაწილეობა ცენტრის მუშაობაში, რომელიც გემების უსაფრთხო მოძრაობას მეთვალყურეობს.